
საქართველოში ყოველი 20 ოჯახიდან მინიმუმ 1 კრიპტოვალუტის მოპოვებაშია ჩართული.
ტენდენცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მსოფლიო მასშტაბით უკონტროლო სფეროს დარეგულირება ვერც საქართველოში ხერხდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ხალხის მხრიდან "მარტივი გზით" ფულის შოვნის სურვილი იმდენად დიდია, რომ ისინი დიდ რისკზე მიდიან.
საქართველოში შინამეურნეობების დაახლოებით 5% ჩართულია კრიპტოვალუტების მოპოვებაში ან მასში ინვესტირებაში. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის საკითხებს ეხება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველო კრიპტოვალუტების მესამე უდიდესი მომპოვებელია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის. საქართველოში კრიპტოვალუტის მოპოვება გასაოცრად ფართოდ არის გავრცელებული, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია შეღავათებითა და ელექტროენერგიის დაბალი ფასით. დროთა განმავლობაში მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური ზედამხედველობისა და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა ჰანს ტიმერიმ.
საქართველო ევრაზიაში კრიპტოვალუტის ეპიცენტრი გახდა
კრიპტოვალუტების რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის უკონტროლო სფეროს რეგულაცია საქართველოში როგორც მთავრობას, ასევე ეროვნულ ბანკს გაუჭირდება.
"რამდენად მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება თუ ეროვნული ბანკი, რომ ეს უკონტროლო ვალუტა აკონტროლოს, არ ვიცი. ერთი, რაც შეიძლება გააკეთონ, მომხმარებლების მაქსიმალური გაფრთხილებაა. ასეთი ტიპის ინვესტირება საკმაოდ სარისკო საქმეა. შეიძლება, ვიღაცამ მოიგოს, მაგრამ ვიღაცამ ძალიან დიდი ოდენობით თანხა წააგოს. ამგვარი გაფრთხილება უკვე ჰქონდა ეროვნულ ბანკს. ყურადღებით უნდა მოეკიდონ ადამიანები თავიანთი დანაზოგის დაბანდებას საეჭვო სფეროებსა და ინვესტიციებში. ეს არის, რითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია, შემოიფარგლოს", - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოში მარტივი გზით ფულის შოვნის ინტერესი იმდენად დიდია, ადამიანები რისკზე დაუფიქრებლად მიდიან.
"სამწუხაროდ, ჩვენთვის დამახასიათებელია მარტივი გზით ფულის შოვნისკენ მიდრეკილება. არ მინდა, პირდაპირ კრიპტოვალუტებზე ვისაუბრო და როგორც პირამიდა, ისე მოვიხსენიო, თუმცა ესეც ერთ-ერთი სარისკო ბიზნესია, სადაც შეიძლება, ადამიანმა მოიგოს ან დარჩეს წაგებული. აქ გამართლება უფრო დიდ როლს თამაშობს. ვისაც სურვილი აქვს, დააბანდოს ფული ამ სფეროში, დააბანდებს კიდეც, თუმცა, წაგების შემთხვევაში, მთავრობას არ უნდა მოსთხოვოს ბიტკოინების დაბრუნება", - აღიშნა კეპულაძემ.
პირველი ქართული კრიტოვალუტის "ოქროს საწმისის" დამფუძნებელი ვახტანგ გოგოხია ციფრული ფულის მიმართულებით რეგულაციების მომხრეა.
"გარკვეული რეგულაციები ნამდვილად არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო, არ მოტყუვდეს და მიიღოს სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება ტექნოლოგიის განვითარების კუთხით, საჭიროა, მთავრობის მხრიდან იყოს მეტი წახალისება და არა - ხელის შეშლა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა და ინვესტორებს არ დაეუფლოთ იმის შიში, რომ შეიძლება, მომავალ წელს ან რამდენიმე წელში გარკვეული შეზღუდვები შემოიღონ და გახდეს არაკანონიერი და არალეგალური ეს საქმიანობა", - განუცხადა "ბიემს" გოგოხიამ.
ამ ფონზე, ეროვნული ბანკი პირობას დებს, რომ ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით რეგულაციები აუცილებლად იქნება, უბრალოდ, ეს არის დროის საკითხი და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფაქტები დაგროვდება კრიპტოვალუტის გამოყენების მიმართულებით.
ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით რეგულაციები იქნება აუცილებელი - ეროვნული ბანკის თავმჯდომარე
"საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ეროვნული ბანკები, ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ ხდება განვითარება ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით. თუკი არსებობს რამე პრინციპი, რომლის დაცვაც მოგვეთხოვება, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ინვესტორები უნდა იყვნენ ფრთხილად, რადგანაც მერყეობა ახასიათებს ასეთი სახის აქტივს.
რაც შეეხება ზოგადად ვირტუალურ ვალუტებს, ვფიქრობ, მათი დარეგულირება აუცილებლად მოხდება. ეს არის დროის საკითხი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, გარკვეულწილად ცოდნა და პრაქტიკა დაგროვდეს. ცენტრალური ბანკები ფიქრობენ, აგროვებენ ინფორმაციას. პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან ადვილია და ჩვენც ვმონაწილეობთ ასეთ მუშაობაში", - განაცხადა გვენეტაძემ.
კრიპტოვალუტების სამომპოვებლო საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ელექტროენერგიის მოხმარებაზე და საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყნად აქცევს. საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნის 10-15 პროცენტი კრიპტოვალუტის მოპოვებასთან არის დაკავშირებული. ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წელს საქართველოში თითქმის სამჯერ აღემატება ერთ სულზე შემოსავლის მსგავსი დონის მქონე ქვეყნებში არსებულ მაჩვენებელს.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს შურისძიების მოტივით ხსნის.
პაპუნა უგრეხელიძე ვრცელ განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
"სამწუხაროდ, გრძელდება საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის - საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ეკა მესხიძის მხრიდან ჩემს მიმართ შეტევა და, პირდაპირ ვიტყვი, ანგარიშსწორების მცდელობა. ახლა ამან უკვე მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო. იგი ბრალს მდებს, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და ახლო მეგობრობის პერიოდში 2013 წლიდან - 2016 წლამდე გახდა ჩემი მხრიდან "შევიწროვების" მსხვერპლი.
ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ე. მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი ("ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან. ზურაბ ყიფიანი, როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს, და სხვა.
ე. მესხიძის მხრიდან შურისძიების მტკიცების საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ე. მესხიძემ, რომელიც საჯარო რეესტრში აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წლის იანვრამდე მუშაობდა, ჩემი მხრიდან "შევიწროვების" ფაქტებზე საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ ანუ 2016 წლის 29 აგვისტოს მიმართა სახალხო დამცველს, რაც მისი მეუღლე სამსახურიდან გათავისუფლდა (2016 წლის 22 აგვისტოს). მეუღლის გათავისუფლების გამო ეკა მესხიძე მაშანტაჟებდა და არსებობს მოწმე, რომლის საშუალებითაც მან შემატყობინა, რომ მისი მეუღლე - ზურაბ ყიფიანი არ გამეთავისუფლებინა სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო დამცველთან მიჩივლებდა.
აქ დაასრულა მან ჩვენი მეგობრობა და გადავიდა შანტაჟზე. ამის შემდეგ კი დაიფარა სახე და ქალთა უფლებების სახელით ანონიმური ბრძოლა გამოუცხადა "სიტყვიერი ძალადობის" არარსებულ ავტორს. უფრო მეტიც, მან გათავისუფლებული ძველი დროის ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც სახალხო დამცველის აპარატს შეაფარეს თავი, საკუთარ ტყუილებზე დაფუძნებულ ბრძოლაში გამოიყენა. ეკა მესხიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე „შევიწროვების“ არგუმენტის დამატება ურჩია. ამ დავაზე 2018 წლის 6 მარტს გამოცემული ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ ის გამონათქვამები, რომლებიც მე თითქოს მათთან გავგზავნე, ჩემი ანგარიშიდან გაგზავნილი არაა...
აქვე აღვნიშნავ, რომ ეკა მესხიძემ რეალურად საჯარო რეესტრიდან წასვლა და სამსახურის შეცვლა მოისურვა არა "შევიწროვებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს", არამედ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო, რომელსაც მას ახალი სამსახური - GIZ - სთავაზობდა და სადაც დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაციაც კი გავუწიე.
ამდენად, ეკა მესხიძის მხრიდან ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, ჩემს მიერ ე. მესხიძის შევიწროვებას, "სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას", როგორც ეს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისს პირადად ჩემთან მიმართებაში გამოცემულ რეკომენდაციაშია აღნიშნული. აქვე დავძენ, რომ არც ერთი კანონით დადგენილი მტკიცებულება არც ე.წ. მსხვერპლ მესხიძეს და არც სახალხო დამცველს მის მიერ შეთითხნილ დასკვნაში არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისათვის... სახალხო დამცველის კონფიდენციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყველა მოწმე კონფიდენციალურია, მტკიცებულებები კონფიდენციალურია... როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ასეთი "დასკვნები" ყველა კაცისა და ყველა ქალის წინააღმდეგ საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს.
ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი ეკა მესხიძესთან, რომელიც რეესტრში 2004 წელს დაინიშნა, რომ ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის მიერვე სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მოტანილ ციყვებიან ტორტს ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია.
იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები.
ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება.
P.S. გუშინ, იუსტიციის მინიტრს ჰკითხეს, დამნიშნა თუ არა თანამდებობაზე ვიყავი რა ნასამართლევი.
ასევე, გთხოვთ მოინიშნოთ, რომ განქორწინებული ვარ 2009 წლიდან და ჩემს მიმართ არასდროს გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. ამ ტყუილის გამავრცელებელსაც აუცილებლად ვუჩივლებ. დღეიდან უკვე მაქვს პასუხის, და სათანადო პასუხის, გაცემის თავისუფლება, რადგან როცა ხარ საჯარო მოხელე, მხოლოდ ვალდებულებები გაქვს თითქოს. ასევე მექნება თავისუფლება, გავიხსენო გასული წლები და ის პოლიტიკური ფანდები, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის წინააღმდეგ დაგეგმილა 2013 წლიდან. ამ ფანდებსა და ბრძოლაში არც აქამდე ყოფილხართ წარმატებული და არც მომავალში იქნებით“, - ნათქვამია პაპუნა უგრეხელიძის მიერ გარცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.
მკითხველის კომენტარები
(21)
ნეტა რატომ დაავიწყდა იმ არარაობასღმერთის არსებობა?!
გიას. როგორ გეტყობა უვიცი და უწიგნური ხეპრე ვინმე რომ ხარ.