
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილე მოვაჭრეებმა საკრებულოს წინ კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება. პოლიციელები კარვების ტერიტორიიდან გატანას ცდილობენ, თუმცა მათ, თავის მხრივ, ამის საშუალებას დაზარალებული მოვაჭრეები არ აძლევენ.
მოვაჭრეების ხელისუფლებისგან კომპენსირებას მოითხოვენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ადასტურებს, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს განიხილავს. როგორც ნაჭყებიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ძირითად არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრს შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ნაჭყებიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ამ საკითხზე თავად პრეზიდენტ მარგველაშვილთან გეგმავენ შეხვედრას.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული. საქართველოში სამწუხაროდ, პრაიმერი, ერთიან პარტიულ კანდიდატზე შეთანხმება არ გამოდის და არც გამოსულა არასდროს. კანდიდატი, რომელიც არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, იქნება ბევრად უფრო მისაღები. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად განიხილება გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილი თავიდან აირჩიეს როგორც "ოცნების" კანდიდატი, მაგრამ შემდეგ მან შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ბევრ საკითხში გვიჩვენა სერიოზული პრინციპულობა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანს ესმის რას ნიშნავს დემოკრატია და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი. ჯერჯერობით, ჩემი ვარაუდით, და მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილი არ არის ჩამოყალიბებული აპირებს თუ არა კენჭისყრას, მაგრამ თუ ის კენჭს იყრის, კარგი იქნება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. სხვა რესურსი ზეპარტიული კანდიდატის არის ალბათ არასამთავრობო სექტორში. მთავარია, რომ ადამიანს, რომელიც პრეზიდენტი შესაძლოა გახდეს, ჰქონდეს ელემენტარული გამოცდილება და პოლიტიკური ცოდნა. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ძირითადი სპექტრი ოპოზიციური პარტიების, მათ შორის - საპარლამენტო", - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, ოპოზიცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს განიხილავს როგორც ერთ-ერთ შანსს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნას დემოკრატიის რეალური სახე.
"არ არსებობს დემოკრატია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარეშე. დღეს ქვეყანაში ხელისუფლების ყველა შტო გარდა საპრეზიდენტო შტოსი არის „ქართული ოცნების“ ხელში, ეს იქნება აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლება. ოპოზიციური პარტიები ვაცნობიერებთ ამას და ვაწარმოებთ კონსულტაციებს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოში, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ყველანაირი რესურსი გაერთიანდეს და მხარი დაუჭიროს ერთ კანდიდატს. ასეთი ტიპის მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ კიდევ თებერვლის თვიდან. რაიმე ხელშესახები სამწუხაროდ, არ არის მიღებული, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ცდილობს ერთიან კანდიდატზე შეჯერებას, ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ნაჭყებიამ.
მკითხველის კომენტარები
(0)