25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
06.05.2018 / 06:05
შრიფტის ზომა:

ბახტრიონზე ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ბახტრიონზე ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი", - აცხადებენ სამინისტროში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე - არჩილ თალაკვაძე | Allnews.Ge

დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე - არჩილ თალაკვაძე

დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგზე ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ვანში "ევროპული საქართველოს" კანდიდატის გიგი უგულავას ბანერის დაზიანების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, აუცილებლად იპოვიან იმ ადამიანს, ვინც ბანერი დააზიანა.

"დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არჩევნების საბოლოო შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. იმედია, იპოვიან ადამიანს ვინც ეს ჩაიდინა. "ქართული ოცნება" არჩევნებს იგებს პარტიული საქმიანობით და სამუშაოების ხარჯზე, რომელსაც ვანხორციელებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან - პარტია "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა - მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.