პოლიტიკა
03.05.2018 / 10:05
შრიფტის ზომა:

ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული

პოლიტიკური პარტია "გირჩის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს სამართალდამცველები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

როგორც "გირჩის" წარმომადგენელმა ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბ ჯაფარიძე დღეს დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და აღნიშნული ინფორმაცია იქ გააცნეს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მართლაც დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება 166–ე და 173–ე მუხლებით, თუმცა, განმარტავენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე დაკავებული არ არის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთან, როგორც ცნობილია, გუშინ დააკავეს პარტიის ორი წევრი იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი. სამართლადამცველები მათაც აღნიშნული მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული საქმის განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს, თუმცა ამ ეტაპისთვის პროცესის ჩატარების დრო უცნობია.

მკითხველის კომენტარები
(1)

ალე
03 მაისი , 2018 12:05

ნეტა საქმე ნახო და აკეთოო ამოხვედიტ კელში

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული | Allnews.Ge