
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ოჯახი, კონგოში მყოფ ქართველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. როგორც სოსო ოსორაულის ძმამ, კობა ოსორაულმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობის შემდეგ, სოსო ოსორაული მეგობრებს და გენერლებს დაუკავშირდა.
"მე პირადად არ მისაუბრია ჩემს ძმასთან, მაგრამ ვიცით, რომ ცოცხალია. როდესაც სახელმწიფომ გამოაცხადა ჩემი ძმა გარდაცვლილად, მას შემდეგ რამდენიმე დღეში, ჩემს ძმას სოსოს ჰქონდა კავშირი იქაურ მეგობრებთან და გენერლებთან, რის შემდეგაც ჩვენ ძებნა არ შეგვიწყვეტია. ჩემი მეორე ძმაც სწორედ იმიტომ წავიდა, რომ სიმართლე გავარკვიოთ. არ გამოვრიცხავ, რომ მეც მომიწიოს საზღვარგარეთ წასვლა. რაც არ უნდა დაგვიჯდეს, სოსო ოსორაული უნდა დავაბრუნოთ საქართველოში. ამ ეტაპზე მოკვლევას ვაწარმოებთ, რომ დადგინდეს მისი ზუსტი ადგილსამყოფელი",- განაცხადა კობა ოსორაულმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად.
კითხვაზე, "ევროპული საქართველოს" კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, შევა თუ არა ის ავლაბრის რეზიდენციაში, ბაქრაძემ განმარტა, რომ მათი კანდიდატი პრეზიდენტის რეზიდენციაში იმუშავებს.
"სახელმწიფოს გააჩნია ინსტიტუციები და ერთ-ერთი გახლავთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამიტომ საუბარი იმაზე თუ რა ფართი უნდა ეკავოს, რამდენი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პრეზიდენტს, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება და მისი დაკნინების მცდელობა. საუბარი არ არის ფართზე ან შენობაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკუთვნის შესაბამისი პატივისცემა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადგილი არის პრეზიდენტის სასახლეში და მე მგონი, ეს თემა ერათხელ და სამუდამოდ დახურული უნდა იყოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)