თბილისს ფინეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივითა და მოწვევით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, გიორგი მარგველაშვილმა და საული ნიინისტომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ვიზიტის დეტალები დღეს სატელეფონო საუბრისას შეათანხმეს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საული ნიინისტოს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და 26 წლიანი პაუზის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში ისტორიული უწოდა.
26 მაისს, საქართველოს 7 პრეზიდენტი ეწვევა
პრეზიდენტებს შორის საუბარი ასევე შეეხო, საქართველო-ფინეთის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.