01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
19.05.2018 / 09:05
შრიფტის ზომა:

24 მაისს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგ სამუშაო შეხვედრა პრაღაში 24 მაისს გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა, 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზაცია საბაჟო მონიტორინგის თაობაზე.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც ფოკუსირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო პრობლემატიკაზე, გარკვეულ ჰუმანიტარულ თემებზე. ამჯერად, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზაცია საბაჟო მონიტორინგის თაობაზე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მოგეხსენებათ, ამ შეთანხმების ფარგლებში, გასული წლის ბოლოს ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან. გუშინ რუსეთის მხარემ გააფორმა ანალოგიური შეთანხმება იგივე კომპანიასთან. გამოვთქვამთ იმედს, რომ რუსეთის მხარე კეთილსინდისიერად შეასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

შეხვედრის ფარგლებში, შევეცდები მოვისმინო რას გეგმავენ და როგორია მათი ხედვა. შემდგომ უკვე შეთანხმების შესაბამისად, შეიქმნება ერთობლივი - ქართულ-რუსულ-შვეიცარიული საექსპერტო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ პროექტის პრაქტიკულ რეალიზაციას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

24 მაისს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება | Allnews.Ge