26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
28.05.2018 / 07:05
შრიფტის ზომა:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა - IDFI

"ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა", - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ბერაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებს, რომლებიც სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას აღნიშნულ სასამართლოში ხელს უშლის.

"მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეს შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების გაუმჭვირვალობას. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა.

სასამართლოს საქმიანობის გარდა, ჩვენ ასევე განვახორციელეთ საკონსტიუციო სასამართლოს კანონმდებლობის ანალიზი და მოვამზადეთ კანონპროექტი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენი აზრით, კანონმდებლობაში არსებობს. დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით პარლამენტს, რომელიც იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობის რეფორმას უახლოეს მომავალში დაიწყებს", - განაცხადა გიორგი ბერაიამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია. მისი თქმით, პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს ორეტაპიანი საკანონმდებლო რეფორმა აქვს დაგეგმილი.

"საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ორეტაპიანი საკანონმდებლო რეფორმა. პირველ რიგში, ეს გახლავთ კონსტიტუციის ცვლილებებიდან გამომდინარე ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. მეორე ეტაპზე უკვე ვგეგმავთ შინაარსობრივ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით, როგორიც არის მოწმის დისტანციურად დაკითხვის წესი. ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და საიდუმლო დოკუმენტების დაშვების კუთხით გარკვეული სამართლებრივი რეგულაციები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მკითხველის კომენტარები
(1)

მედეა
28 მაისი , 2018 08:05

დროზე ჩაატარეტ შედეგიანი რეფორმები სასამართლოებში და პროკურატურაში, თორემ ღელავს საზოგადოება. დააჩქარეთ მუშაობის ტემპი, შეცვალეთ ის პროკურორები, ვისზეც პრეტენზიებია, სხვა გამომძიებელი არ დაუშვებს ასეთ შეცდომებს. ყური უგდეთ ხალხის ხმას. შურისძიებამ მართლა არ შეიწიროს კიდევ მოზარდი, გამოდით კაბინეტებიდან, ხალხი უკმაყოფილოა თქვენი მუშაობით.გადდგით შემხვედრი ნაბიჯები დ რ ო უ ლ ა დ .

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა - IDFI | Allnews.Ge