
პარლამენტთან ზაზა სარალიძესთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა.
პრეზიდენტი სარალიძეს გადაეხვია თანაგრძნობის ნიშნად და მიუსამძიმრა.
პრეზიდენტი და სარალიძე რუსთაველზე გაშლილ კარავში საუბრობენ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის რამდენიმე კარავია გაშლილი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.
აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს 16:00 საათზე განახლდება.