საზოგადოება
30.08.2017 / 06:08
შრიფტის ზომა:

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა

ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ავრცელებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალური განმარტებებია მათთვის, ვინც უკვე მიმართა ან მომავალში აპირებს მიმართოს ისლანდიას თავშესაფრის მისაღებად.

"ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების დირექტორატის საემიგრაციო სიაშია, საიმიგრაციო დირექტორატის აზრით, ვითარება ზოგადად უსაფრთხოა და ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს საკმარისი დაცვა. საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად არ სჭირდებათ საერთაშორისო მფარველობა(დაცვა).

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ

საიმიგრაციო სამსახურში შესული განაცხადები განიხილება პრიორიტეტული პროცედურებით და უარყოფილი იქნება რამდენიმე დღეში.

უარყოფილ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა. აპლიკანტები პოლიციის მიერ რეგისტრირებულნი არიან, დაკითხული საიმიგრაციო დირექტორატის მიერ და მიიღებენ ისლანდიის წითელი ჯვრის კანონიერ დახმარებას.

19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ. გამომდინარე აქედან, ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

მკითხველის კომენტარები
(1)

მოდელური ბიზნესი
03 სექტემბერი , 2018 09:09

რას ერჩიან ამ გოგოს? ხელიდან წასული რომ არ არის?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მინდა, რომ ზაზა სარალიძე "ნაციონალურო მოძრაობის" მძევლობიდან დავიხსნა - ალეკო ელისაშვილი | Allnews.Ge

მინდა, რომ ზაზა სარალიძე "ნაციონალურო მოძრაობის" მძევლობიდან დავიხსნა - ალეკო ელისაშვილი

მე მინდა, რომ ზაზა სარალიძე "ნაციონალურო მოძრაობის" მძევლობიდან დავიხსნა, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა. საკრებულოს ყოფილი დეპუტატის თქმით, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ზაზა სარალიძეს ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად იყენებს, რაც დაუშვებელია.

"მე მოვედი არა კონსულტაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ზაზა სარალიძე ვნახო. სამწუხაროდ, ის არც კარავშია და ტელეფინიც გამორთული აქვს. მე მინდა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მძევლობიდან დავიხსნა. "ნაციონალური მოძრაობა" მის ტკივილს აშკარად იყენებს რევოლუციის დასაწყებად. ეს დაუშვებელია და დიდი უსინდისობაა. ამით მთლიანად იფანტება ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო. დღეს დაგეგმილი აქციით ერთი მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარება "ქართულ ოცნებას" გამოძვრეს სიტუაციიდან. ეს იყო გულწრფელი პროტესტი გამწარებული ადამიანის, მაგრამ ეს ტკივილი გამოიყენეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს, მთავარ პროკურორად წარადგინონ ან ანა დოლიძე ან შალვა შავგულიძე. მისი თქმით, ეს განმუხტავს სიტუაციას. "თუკი ოცნებაში ოდნავ მაინც ჭკუა აქვთ, დაუყოვნებლივ, დღის ბოლომდე უნდა დაასახელონ მთავარ პროკურორად ან შალვა შავგულიძე ან ანა დოლიძე, თუ უნდათ რეალურად სიტუაციის განმუხტვა", - აღნიშნა ელისაშვილმა.