29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
04.06.2018 / 11:06
შრიფტის ზომა:

ზაზა სარალიძე - "მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს მარტო არ შეხვდება.

მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით.

როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

"ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენ გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი.

რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ?" - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარალელურად, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს. უწყება მხოლოდ ორმა არასრულწლოვანმა დატოვა. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თანმხლებმა პირებმა კი განაცხადეს, რომ მოზარდები ხორავას ქუჩაზე არ ყოფილან და ფაქტს არ შესწრებიან.

გარდა ამისა, მათ აღნიშნეს, რომ გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული.

უწყებაში გამოკითხვაზე, თანმხლებ პირებთან ერთად უკვე ოთხი არასრულწლოვანი გამოცხადდა. აქედან შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი მათგანი რჩება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-ში მოწმეები რამდენიმე დღეა იკითხებიან. მათ შორის პედაგოგებიც არიან.

მოწმის სტატუსით სამინისტრო 100-მდე პირის გამოკითხვას გეგმავს. შსს-მ გამოძიების პროცესი პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ გადაიბარა, მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ორ არასრულწლოვანს პატიმრობა მიესაჯა.

არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ჯავახელი
04 ივნისი , 2018 13:06

ეს უბედური უკვე დაუკრეფავში გადაგის..ნაცების აქციაა თუ ვისია ვერ გავიგე.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ზაზა სარალიძე - "მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ" | Allnews.Ge