17 ხუთშაბათი - 2025, აპრილი

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერს ხვდებიან | Allnews.Ge

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერს ხვდებიან

ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას შეხვედრასთან დაკავშირებით დათანხმდა და მეუღლესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა.

ზაზა სარალიძესთან ერთად მისი უფლებების დამცველი EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ასევე შევიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ადვოკატთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა არ შეუშვეს.

როგორც ზვიად კუპრავამ აღნიშნა, ის დაემორჩილება ზაზა სარალიძის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ზვიად კუპრავა და აქციის რამდენიმე მონაწილე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეხვედრის დასრულებას ელოდება.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას შს მინისტრი გიორგი გახარია ესწრება.