
საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი გაათავისუფლეს, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მეორე პირი ამ ეტაპზე ისევ დაკავებულია.
სასულიერო პირი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ე.წ. მესაზღვრეებმა გუშინ, სხვადასხვა ადგილზე დააკავეს. თავდაპირველად სოფელ ხურვალეთის მკვიდრის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი დირბის ეკლესიის წანამძღვრის, მამა იოანეს დაკავების თაობაზე.