29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
07.06.2018 / 14:06
შრიფტის ზომა:

"ქართული მარშის" 5 წევრი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული მარშის" ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. კერძოდ, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგ დანგაძე და ბექა რევაზიშვილი გირაოთი გაათავისუფლა.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ონიანი, რომელიც მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროცესი 19 ივნისს 12 :00 საათზე განახლდება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს "ქართული მარშის" დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს, "ქართული მარშის" წევრებმა "რუსთავი 2"-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგი რეპლიკა გააპროტესტეს: "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა.

უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა". ამავე დღეს "რუსთავი 2"-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული მარშის" აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს "ქართული მარშის" აქტივისტები.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ქართული მარშის" 5 წევრი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა | Allnews.Ge