22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
08.06.2018 / 05:06
შრიფტის ზომა:

როგორ ეხმაურება ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის 9-საათიან გამოკითხვას?

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

9 საათზე მეტხნიანი გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა შსს დატოვა. სუბელიანის თქმით, მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი, ამიტომ დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა. "ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები და გავეცი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები", - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

მირზა სუბელიანი შსს-ში გუშინ 15:00 საათიდან იმყოფებოდა.

მქონდა იმედი, რომ გონს მოვიდოდნენ და მირზა სუბელიანს ბრალდებას წაუყენებდნენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ "ტვ პირველის" ეთერში, მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა 9 საათიანი გამოკითხვის შემდეგ შსს დატოვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სარალიძის თქმით, როგორც მინიმუმ, სუბელიანმა ნახა მკვლელი კალანდიების ოჯახში და სამართალდამცველ სტრუქტურებს არ შეატყობინა. მისივე თქმით, მის მიერ ხელისუფლებისადმი წაყენებული მოთხოვნა, 10 ივნისამდე დამნაშავეების დასჯის შესახებ ძალაში რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

"რას ჰქვია გაუთქმელობაზე ხელის მოწერა, მე ვეღარ ვხვდები. პირიქით, საზოგადოება დაინტერესებულია, რა ხდება და რასთან დაკავშირებით მიდიოდა მირზა სუბელიანის დაკითხვა. მე მაგათთვის ულტიმატუმი არ წამიყენებია, რომ ჩუმად აწარმოონ ეს საქმე. 6 თვე ჩუმად აწარმოეს და შედეგიც მივიღეთ. გაუთქმელობაზე კი არა, თვითონ შს მინისტრმა გააკეთოს ბრიფინგი, რასთან დაკავშირებით იკითხებოდა მირზა სუბელიანი და რა გამოიკვლიეს", - განაცხადა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე შეეფარდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ ეხმაურება ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის 9-საათიან გამოკითხვას? | Allnews.Ge