
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაშავებულთა შორის სამი მეხანძრე იყო. მათ სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს.
როგორც ერთ-ერთი მეხანძრე ომარ ბერიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, სასტუმროში ხანძრის დროს ძლიერი დაკვამლიანება იყო. "კვამლი ჩავყლაპე, რის შედეგადაც გრძნობა დავკარგე", - განაცხადა მეხანძრემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გუშინ, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაშავებულები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის რეგიონის პირველმა პირებმა მოინახულეს.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასტუმრო "ლეოგრანდთან" სასულიერო პირებთან ერთად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი UNICEF-ის მიერ წარმოდგენილ კვლევას ეხებოდა.
"იყო განხილული იქ წარმოდგენილი მონაცემები. ჩვენი გუნდი მსჯელობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად მიღწეული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის და არც რომელიმე მთავრობის წევრის გადადგომაზე", - განაცხადა კობერიძემ.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სწორედ ამ ცვლილებებზე უნდა ესაუბრათ.
გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემაც.
"დასრულდა უმრავლესობის შეხვედრა, სადაც ჩვენ მიმდინარე საკითხებზე ვიმსჯელეთ, ასევე გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები. მათ შორის, კვლევებით უკვე ცნობილია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლებისა და მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა, ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაიდო. უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში. განვიხილეთ გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ. ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას და ჩვენ მთავრობისგან ველოდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სხდომას ესწრებოდა საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
მკითხველის კომენტარები
(0)