26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
14.06.2018 / 06:06
შრიფტის ზომა:

გია ხუხაშვილი - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა და ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შეფასებისას განაცხადა.

როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, სასურველია, რომ მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს.

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო. მოლოდინი მქონდა, რომ ის ასეთ განცხადებას გააკეთებდა. გამიკვირდა მე, რომ გუშინ იყო გადადგომის მოლოდინი, რადგანაც ასეთი სხდომის შემდეგ კვირიკაშვილს უნდა ჰქონოდა კომფორტი, რათა ეს განცხადება გაეკეთებინა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ძალიან სერიოზული რეფორმაა მთლიანად ჩასატარებელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პროფესიონალურ საკითხს, არამედ მართვის ალგორითმია შესაცვლელი ეფექტურობის შესაძენად და ერთიანი გეგმის გასაწერად.

საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან "ქართულ ოცნებას" სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა იქნება არა კარგად დავარცხნილი, არამედ ფუნქციონალური",-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გია ხუხაშვილი - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო | Allnews.Ge