
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ შევა და თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია RTVI იუწყება.
წყაროების ცნობით, ლავროვს უკვე რამდენიმე წელია თანამდებობის დატოვება სურს, ვინაიდან ის თავს გადაღლილად გრძნობს. თუმცა, პუტინის თხოვნით ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამინისტროს სათავეში დარჩა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ის, რომ მას დიდი ხანია წასვლა სურს, არავისთვის არის საიდუმლო", - განუცხადა RTVI-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება ლავროვი საკუთარ თანამდებობაზე.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ორშაბათს ბიუროს სხდომაზე უკვე დავამტკიცებთ მთავრობის განხილვის გრაფიკს. მთავარია, მანამდე, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინოს მთავრობის შემადგენლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის შემადგენლობის შერჩევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის პრეროგატივაა და ამასთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ფორმირების პროცესი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დასრულდება.
"ბატონი მამუკა ბახტაძე შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს-ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს, ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი. შვიდდღიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის დასახელებისთვის, თუმცა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავრობის შემადგენლობა დასახელდება უფრო ადრე და შესაბამისად, ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში უკვე ჩამოვაყალიბებთ მთავრობის შემადგენლობას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის შემადგენლობაში იქნება ცვლილებები, თუმცა, ამ ცვლილებების მასშტაბი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ, მთავრობის შემადგენლობის დასახელების შემდეგ გამოჩნდება.
"მამუკა ბახტაძე შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს, ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს, ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მესამე სექტორის მოთხოვნას, რომ თანამდებობა დატოვოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იქნება, თუ არა ის მთავრობის ახალ შემადგენლობაში, კობახიძის თქმით, „უნდა დაველოდოთ მამუკა ბახტაძის პოზიციას“. "პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ჩვენ მამუკა ბახტაძის პოზიციას და ამის შემდეგ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან კომენტარების გაკეთება კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით", - აღნიშნა კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები
(2)
ხოდა იქნებ ააქვთ განვითარება და დიდმა ტელესკოპმა უშველოს საქმეს :)))
სიცოცხლე სადღაც შეიძლება იყოს,მაგრამ თუ განვითარება არა აქვთ სიგნალი როგორ უნდა გამოგზავნონ.მაგალითად დედამიწისკენ ვინმეს სიგნალი რომ გამოეშვა ვინმეს 1000 წლის წინ პსუხს გაცემდა ვინმე?