მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარედგინა
მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა, გარდა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისა, რომლებიც მინისტრთა კაბინეტში ფორმალურად, მოადგილეების სახით არიან წარმოდგენილნი.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა მინისტრობის კანდიდატებთან ხვალინდელი შეხვედრების გრაფიკი. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კი 20 ივნისის პლენარულ სხდომაზე მოხდება.
სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება
რაც შეეხება მთავრობის ახალ სტრუქტურას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტისთვის მის წარდგენას 2-3 კვირაში გეგმავს.