საზოგადოება
10.08.2016 / 05:08
შრიფტის ზომა:

მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს

მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს. როგორც Ambebi.ge-ს ლომინაძის ძმამ განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა უკეთესია, თუმცა ორივე მათგანს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.

"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ ორივეს სჭირდება რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის გიორგის ფეხებზე. ასევე ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ჯერ არ ვიცით, სად გაუკეთდებათ ოპერაცია და როდის, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული," - განაცხადა გიორგი ლომინაძის ძმამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, მისი მეუღკე ანანო ბუაძე კი გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით - მამუკა მდინარაძე | Allnews.Ge

სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით - მამუკა მდინარაძე

სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება. "ხვალ იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, ამის შემდეგ დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი. მამუკა მდინარაძის თქმით, ხვალ უმრავლესობის და პრემიერის შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება.