22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
24.06.2018 / 07:06
შრიფტის ზომა:

სამინისტროები, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დევნილთა სამინისტროსთან გაერთიანდება, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი - განათლების სამინისტროსთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს        საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია გაჩეჩილაძემ პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, ასევე ერთ უწყებაში მოექცევა ყველა ის მიმართულება, რაც მშენებლობებს ეხება. "კულტურა, განათლება და სპორტი იქნება ერთად. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დევნილთა სამინისტრო გაერთიანდება. მთავარი არის ის, რომ მთელი სამშენებლო სექტორი, ანუ სკოლების, ციხეების მშენებლობა, დევნილებისთვის სახლების მშენებლობა მოექცევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ, რომ არ იყოს დაგვიანებები, ტენდერების საკითხები და ეს რა თქმა უნდა, კორუფციის რისკებსაც გამორიცხავს. ასევე, გარკვეული სექტორები უწყებებიდან გადავა ჯანდაცვის სამინისტროში, რაც ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრუქტურულ ცვლილებებზე დეტალურად სავარაუდოდ მომავალ კვირას ისაუბრებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება ახალ სახეებს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ოფისში გამართული კონსულტაციების დროს არ უმსჯელიათ.

"ახალ სახეებს რაც შეეხება, გამოჩნდება, ალბათ, თუმცა რა რაოდენობით, ვინ, კონკრეტული გვარები, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს იქნება. მთავარია ახლა ჩვენ სტრუქტურაზე შევთანხმდეთ. მივიღოთ შესაბამისი კანონი და რასაკვირველია, უახლოეს პერიოდში სკადრო თემაზე გვექნება საუბარი", – აღნიშნა ვოლსკიმ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სამინისტროები, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება | Allnews.Ge