28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
04.07.2018 / 08:07
შრიფტის ზომა:

თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, გააუქმა

თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, გააუქმა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ დავების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, რადგან დავების საბჭომ უწყებას ტენდერის პირობების გადასინჯვა დაავალა.

"21 ივლისს გამოვიდა დავების საბჭოს გადაწყვეტილება, სადაც დავების საბჭომ დაგვავალა ტენდერის პირობების გადასინჯვა. თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ემორჩილება და ასრულებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გამოცხადდება ახალი ტენდერი უკვე გადასინჯული და გადახედილი პირობებით", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, ტენდერი მაღალყელიან სამხედრო ფეხსაცმელს უკავშირდებოდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს "გრუ"-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, გააუქმა | Allnews.Ge