მოგზაურობა
25.08.2017 / 09:08
შრიფტის ზომა:

ოჯახი ეძებს ძიძას, რომელსაც 129,000$ გადაუხდის

ოჯახი ეძებს ძიძას, რომელსაც 129,000$ გადაუხდის

საუკეთესო თანამშრომლების მოსაზიდად დამსაქმებლების უმეტესობა ხშირ შემთხვევაში აპლიკანტებს ხელფასის გარდა, გარკვეულ სარგებელსაც სთავაზობს. თუმცა, ამ ბრიტანული ოჯახის შემოთავაზება მოულოდნელ გულუხვობად შეიძლება მოგეჩვენოთ.

კანდიდატი, რომელიც დამსაქმებლის მოწონებას დაიმსახურებს, 6-ნიშნა ხელფასს ($129,000), პროფესიონალი მზარეულის მიერ მომზადებულ კერძებს და ოჯახის საკუთრებაში არსებული მანქანების (რენჯ როვერი, პორშე, მაზერატი) ტარების უფლებას მოიპოვებს. მსგავსი ფუფუნებისა და მაღალი ანაზღაურების მისაღებად კი, 4 ბავშვის გარემოცვაში ყოფნაა საჭირო, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 2-ის, უფროსი კი 15 წლისაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები განათლებას სახლის პირობებში იღებენ.

ოჯახის ნდობის დამსახურებისა და სამსახურის მიღების სურვილი უკვე ბევრმა 300-მა აპლიკანტმა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამსახური ზედმეტად კარგია იმისთვის რომ სიმართლე იყოს CNBC-მა დაადასტურა, რომ ის მართლაც რეალურია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ზემოთ, ჩამოთვლილი სიკეთეების გარდა, ოჯახის მოთხოვნებში 13 საათიანი სამუშაო დღე და ხშირი მოგზაურობისთვის მზადყოფნაც შედის. ოჯახს კვირაში სამჯერ უწევს ადგილსამყოფელის შეცვლა. ძიძას კი 4 ბავშვთან ერთად ლონდონის, ბარბადოსის, ატლანტასა და კეიპტაუნის სახლებს შორის მოუწევს მუდმივი მგზავრობა.

მოთხოვნები ამით არ სრულდება. მომავალ ძიძას 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ბავშვთა ფსიქოლოგის ხარისხი უნდა ჰქონდეს, თუმცა საკუთარი შვილები არ ჰყავდეს.

მომავალმა ძიძებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებისთვის თავის მოწონება გასაუბრების პირველი ეტაპია, კანდიდატურას მხარი თავად ბავშვებმაც უნდა დაუჭირონ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რა ქონებას ფლობენ "ოცნების" უცვლელი მინისტრები? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობენ "ოცნების" უცვლელი მინისტრები?

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ, განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე კი გიორგი ქობულია.

რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ. შესაბამისად, თანამდებობაზე რჩებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასევე პოსტი შეინარჩუნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებს. ესენი არიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობენ "ოცნების" უცვლელი მინისტრები. 2018 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს მამის ძმისგან მიიღო საჩუქრად; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1 749,03 ლარი; 9 000 ევრო; 0,66 ლარი; 0,12 ლარი ჰქონდა.

მისმა 2017 წლის დაუბეგრავმა ხელფასმა მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა, ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია.
დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50 009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთ სოფელ დილისკაში, რომელიც 2016 წელს 7 000 ლარად შეიძინა; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7, რომელიც 2017 წელს სხვა ავტომობილში გაცვლის შედეგად მიიღო.

მასვე, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 4 931,63 ლარი და 66,5 ლარი ჰქონდა. მისმა დაუბეგრავმა ხელფასმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2017 წლის 13 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში - 43 920,82 ლარი; პრემიამ კი - 625 ლარი შეადგინა. წაიკითხეთ გაგრძელება