სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება. შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა გუშინ გამოსცა.
მთავრობის რესტრუქტურიზაციამდე სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო, მიხეილ ჩხენკელი კი განათლების და მეცნიერების მინისტრი.
მკითხველის კომენტარები
(1)
ესეც შენი მცირე მთავრობა....................