01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის | Allnews.Ge

კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის

სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პრეზიდენტის პოსტზე რამდენიმე ღირსეულ კანდიდატს განიხილავს, რომელთაც პირველ ტურშივე გამარჯვების შანსი აქვთ.

"საინტერესო, ღირსეული კანდიდატები განიხილება, რომელთაც პირველ ტურში აქვთ გამარჯვების მოპოვების, საზოგადოების მხარდაჭერის შესაძლებლობა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში იქნება პოლიტსაბჭო, კიდევ განვიხილავთ და იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, მათი კანდიდატის ვინაობა თუ არის დამოკიდებული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებზე, კალაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატის დასახელება არანაირად არ იქნება დამოკიდებული ამაზე.

"ჩვენ კანდიდატურას წარმოვადგენთ, როგორც არის ეს კანონით გათვალისწინებული", - განაცხადა კალაძემ.

ეკა ბესელიას თქმით კი, საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის წარდგენას, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს.

ბესელიას არ დაუკონკრეტებია როდის წარადგენს საპრეზიდენტო კანდადატს "ქართული ოცნება", თუმცა, აღნიშნა, რომ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.

"არ ვაგვიანებთ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, არც პრეზიდენტს ველოდებით, ჩვენ ვთათბირობთ და ვფიქრობ, მოკლე დროში, მალე მოხდება ჩვენი პოზიციის გახმოვანება. როცა ამ საკითხზე განმარტებებს ვაკეთებდით, მუდმივად ხაზგასმა ხდებოდა, რომ საერთო პოზიციის შეჯერება ხდება. თუმცა, მოკლე დროში მოხდება ამ გადაწყვეტილების გასაჯაროვება. ეს არ უკავშირდება იმას, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ იქნება კანდიდატი, ამაზე არ დავკონკრეტდები",- განაცხადა ბესელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭერდით თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად, ეკა ბესელიამ ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა, დავუჭერდი".