კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამიმალეს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში, "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა, რომელიც გუნდთან შეხვედრაზე კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის მიმართ დაისვა. "მე გავიგე, რომ იქ რაღაცებს მალავდნენ და ფარავდნენ, თუმცა ადგილიდან ვერ დავძარი. თურმე, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი მალავდნენ კვლევას და სავალუტო ფონდი ამას მეორე მხრიდან ეუბნებოდა, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდეგ მე განვაცხადე, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება. კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა დამიმალეს სავალუტო ფონდის კვლევა. ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოვაქვეყნეო. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა გუნდთან შეხვედრაზე. სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე. რაც მთავარია, კვირიკაშვილის გადადგომა ამ ხალხს ვერ გაამდიდრებს. ძალიან ვზრუნავთ, რომ წლის ბოლომდე, როგორმე საზოგადოების ეს ნაწილი ამ ზღვრიდან გამოვიყვანოთ. ამაში ბახტაძის მთავრობაც არის ჩართული და მეც ძალიან ვაქტიურობ, რომ უარესი ფორმა უკეთესით შევცვალოთ და გვინდა ეს წლის ბოლომდე მოვახერხოთ, ეს გვაქვს სამიზნედ. ვფიქრობ, ამას შევძლებთ და მოვახერხებთ. გუნდი მუშაობს და უახლოეს ხანში საზოგადოება ამაზე გაიგებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ეს არ იყო შეცდომა. ეს მე მას ჩავუთვალე გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ UNICEF-ის კვლევის შედეგები, რაც ჩემთვის იყო ტრაგიკული. ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში "ქართული ოცნების" შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წვლილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ეს იყო ის, რაც თვე არ გავიდოდა, რომ კვირიკაშვილისთვის არ შემეხსენებინა. ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც, შეიძლება ვთქვათ, რომ მე პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური. ამ ფონზე რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად მეორე მხრიდან ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის უკვე სირცხვილი. ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებელი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ და საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ის ბანკების წინააღმდეგია.
"პირიქით, ეს აუცილებელი სტრუქტურებია, ჩვენ მათ მაქსიმალური დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და მე ამის მზობაც გამაჩნია, მაგრამ რეგულაციები და კოოორდინაცია ამავდროულად მთავრობის მოვალეობაა და ეს უნდა მომხდარიყო დროულად", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ახალი მთავრობა შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა პრემიერისგან განსხვავებით, მამუკა ბახტაძე ყველა სამინისტროს საქმიანობაში ერევა და ყველა მათგანის პრობლემებს ეცნობა.
"პრემიერ-მინისტრის არჩევაში, რა თქმა უნდა, მე მქონდა როლი და წვლილი და მიმაჩნია, რომ ის კომპეტენტურია, რომ გაუძღვეს დღევანდელ მთავრობას. როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, მან ბევრი კარგი პროექტი შემოიტანა და ინოვაციური წინადადებები ჰქონდა, რაც ინერგება და რისი აღსრულების პროცესიც მიდის. სხვა დანარჩენი ალბათ, უფრო გვიან უნდა შევაფასოთ, რამდენად სწორი შერჩეული და დაკომპლექტებულია მთავრობა. რაც შეეხება ძირითადს და განსხვავებულს წინა ხელისუფლებისგან, რაც მან ამ მოკლე პროცესში დაიწყო და აგრძელებს, რომ მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს ახალ ხელისუფლებას ურთიერთობა პარლამენტთან. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. აი, მარგველაშვილსაც შეახსენეთ ეს, სულ რომ სააკაშვილს უნდა შეედაროს ხელისუფლების სიჭარბით. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ჩვენ გვაქვს ასეთი კონსტიტუცია, ძირითადი ტრიბუნა უნდა იყოს პარლამენტი. პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული მთავრობა და პრემიერ-მინისტრი და არის კიდეც. ხშირი ურთიერთობა უნდა იყოს, პარლამენტი უნდა იყოს ჩართული პროცესში, გარდა იმისა, რომ გუნდის დიდი ნაწილი პარლამენტს წარმოადგენს. და აი, ეს პროცესი ახალმა გუნდმა როგორც დაიწყო, ისე უნდა გააგრძელოს და იმედი მაქვს, ამას მოახერხებენ. ასევე მნიშვნელოვანია გუნდურობა. მამუკა ბახტაძე მოწოდებულია ყველა სამინისტროში ჩაერიოს, ყველა სამინისტროს პრობლემები გაიგოს, დაეხმაროს, გაიაროს კონსულტაციები, რაც არ ხდებოდა, სამწუხაროდ, კვირიკაშვილის დროს. ინერტულობა იყო ძალიან დიდი, გადაწყვეტილებები მიიღებოდა ძალიან მძიმედ და ძალიან ხშირად პრემიერი საქმის კურსში არ იყო, თითოეულ სამინისტროში რა ხდებოდა.
ჩვენ გვყავს სამი ახალი მინისტრი. მე შევხვდი ქობალიას მისი სურვილით და გავიცანი. ორ მინისტრს არ ვიცნობ - მაჭავარიანს და ბატიაშვილს, მგონია, რომ მომავალში მოვახერხებ და გავიცნობ. ესეც ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი აკეთებს თავის საქმეს და არ იფიქროს საზოგადოებამ და არც ჟურნალისტებს გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ - ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მმართველობისგან. ასეთი კაცი ჩვენ გვყავდა და კარგად გახსოვთ ალბათ, უახლოს წარსულში, რომ მსახიობებსაც ირჩევდა, არქიტექტურასაც ის ირჩევდა, რეჟისურასაც ახერხებდა, მუსიკასაც წერდა, ყველაფერს აკეთებდა ეს კაცი. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი კაცისგან. კომპეტენცია ჰყოფნის მამუკა ბახტაძეს. მთავრობა მისი შერჩეულია, გარკვეული კონსულტაცია ჰქონდა ჩემთან, ეს ნორმალურია და არა ის, რომ მე ვირჩევდი. მას მისი კომპეტენციის ფარგლებში ჰქონდა ამის საშუალება და გააკეთა კიდეც. ბახტაძე იქნება პრემიერ-მინისტრი და მე ვიქნები პარტიის თავმჯდომარე, აი სწორედ ასე განვითარდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)