28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
26.07.2018 / 13:07
შრიფტის ზომა:

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი - მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვს. სახელმწიფო ბრალდება კი წინასაგამოძიებო ვადის გაგრძელებას შუამდგომლობს. პროკურატურა ვადის 20 სექტემბრამდე გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ვადა დაახლოებით ერთი თვით, 6 სექტემბრამდე გააგრძელა.

სხდომას ესწრება თავად თემურ აბაზოვიც, რომლის განცხადებითაც, პროკურატურის მხრიდან მისი დაკავება არასწორი ნაბიჯი იყო, ის კრიმინალი არ არის და მისი დაკავება მხოლოდ ტელევიზიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"დროს წელავენ. ვინ უნდათ, რომ დამატებით იპოვონ?! რატომ წელავენ დროს?! იგივე მესმის, რაც ორი თვის წინ. მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში. ორი თვის მერე ბატონი პროკურორი ხელცარიელი მეჯდება წინ. ორი თვის წინ ჩვენ დაგვცინოდნენ პროკურორები, ადვოკატებსაც, მაგრამ დღეს ხელცარიელი ზის. დამატებითი ორი თვე რისთვის უნდა ვიჯდე?! არასწორი ნაბიჯი იყო პროკურატურის მხრიდან. უცებ აიტაცა ტელევიზიამ, მელია-სააკაშვილი ჩაერთო, ამას დაერთო აქციები. ვინაიდან ივანიშვილის ახლობელი ვიყავი, დარეკეს ზემოდან, ქვეყნის პირველ პირებს ვგულისხმობ, რომლებიც შემდეგ წავიდნენ. ტელევიზიის ინფორმაციის საფუძველზე დამაკავეს", - განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას თემურ აბაზოვმა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

მკითხველის კომენტარები
(1)

სსდ
28 ივლისი , 2018 06:07

როგორც არ უნდა მევასებოდეს ეს ტიპი , იქ სადაც მართლა კრიმინალებს გირაოს უფარდებენ უშვებენ ციხიდან ეს არ უნდა იჯდეს ციხეში, ბოლო ბოლო შიდა პატიმრობა

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი - მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში | Allnews.Ge