მსოფლიო
07.11.2018 / 11:11
შრიფტის ზომა:

ევროკავშირში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მიდგომას ცვლიან

ევროკავშირში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მიდგომას ცვლიან

მიმდინარე კვირას ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანები არ კარგავენ კომპენსაციის უფლებას გამოუყენებელი შვებულებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ შვებულება არ მოუთხოვიათ.

გერმანიაში მომხდარი ოთხი შემთხვევის განხილვის შემდეგ სასამართლომ უფრო მეტი უფლება მიანიჭა დასაქმებულებს შვებულების დროის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

რა დაადგინა სასამართლომ ?

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

• თანამშრომლები ავტომატურად არ კარგავენ შვებულების დღეებს ან უფლებას რომ მოითხოვონ შვებულების დროის სანაცვლო კომპენსაცია - იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ეს შვებულება არ მოუთხოვიათ.

• თანამშრომელმა შეიძლება დაკარგოს აღნიშნული უფლება იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი დაამტკიცებს, რომ დასაქმებულს შვებულების აღების საკმარისზე მეტი შესაძლებლობა მისცა.

• დადგენილება განსაკუთრებით ეხებათ იმ თანამშრომლებს, რომელთა კონტრაქტი ამოიწურა ან შეწყდა.

• თუმცა სასამართლომ უარყო თავისი დადგენილების ნებისმიერი ინტერპრეტაცია, რომელიც დასაქმებულებს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვათ შვებულების დღეების გამოყენებაზე იმ მიზნით, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია უზრუნველეყოთ, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი ქმედება არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას ყოველწლიური ანაზღაურებული შვებულების შესახებ.

• ევროკავშირის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადამიანი ანაზღაურებული შვებულების უფლებას გარდაცვალების შემთხვევაშიც კი არ კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები და მემკვიდრეები გამოუყენებელი შვებულების დღეების სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებენ.

რა იყო ის ოთხი ქეისი, რომელიც სასამართლომ განიხილა

ორ შემთხვევაში საქმე ეხებოდა გარდაცვლილი ადამიანის შვებულების გამოუყენებელ დღეებს. ორი ქვრივი იმ დღეების სანაცვლოდ, რომლებიც მათმა მეუღლეებმა ვერ გამოიყენეს კომპენსაციას ითხოვდნენ. გერმანიის კანონმდებლობით მათ ეს უფლება არ ჰქონდათ.

კიდევ ორ შემთხვევაში ისმოდა კითხვა იწურება თუ არა შვებულების დღეები მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში?

გერმანიაში ლეგალურად მყოფმა სტაჟიორმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 5 თვის განმავლობაში შვებულება არ აეღო, სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა, დამსაქმებელმა აღნიშნა, რომ მისთვის შვებულების აღება არავის დაუშლია და ამის გამო კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა.

კიდევ ერთ შემთხვევაში კი Max Planck Society-ის ყოფილ თანამშრომელს 51 დღის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება სურდა, რომელიც მან 2 წლის განმავლობაში არ გამოიყენა, მის დამსაქმებელსაც ანალოგიური არგუმენტი ჰქონდა.

გერმანული კანონი შვებულების შესახებ

თანამშრომლები, რომლებიც გერმანიაში ხუთი დღის განმავლობაში მუშაობენ, წელიწადში სულ მცირე 20-დღიან შვებულებას აძლევენ, თუმცა ყველაფერი მაინც კონტრაქტზეა დამოკიდებული, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შვებულება უფრო მეტ დღესაც ითვალისწინებს. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, შვებულების დღეები ერთი წლის განმავლობაში უნდა ამოიწუროს, თუმცა შვებულება შეიძლება ასევე შემოინახო შემდეგი წლისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დახარჯო შემდეგი წლის მარტის ბოლომდე. გერმანულ ისევე როგორც ევროკავშირის კანონმდებლობაში გაწერილია, რომ შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურება არ ხდება ერთი გამონაკლსის გარდა, როდესაც კონტრაქტის შეწყვეტა ხდება. გერმანიის სასამართლო კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ადამიანს გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვებულების შესახებ მათი განცხადება არ დაკმაყოფილდება.

რა მოხდა შემდეგ?

გერმანიის სასამართლომ ევროკავშირის სასამართლოს მიმართა, რათა შვებულებებთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მითითებები მიეღო. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლა გერმანულ სასამართლოებში დაბრუნდება, სადაც ზემოთ მოყვანილ შემთხვევებთან დაკავშირებით საბალოო განაჩენს გამოიტანენ.

მკითხველის კომენტარები
(2)

სასაცილოააა
31 ოქტომბერი , 2018 10:10

კი მაგრამ ამ ეგრედწოდებულ იმედს ვინმე უყურებს? ტელევიზიაა ქვია ხო მგონი ამას :)))

ნუგო
31 ოქტომბერი , 2018 06:10

აბა თქვენ იცით

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, ალეკო ელისაშვილმაც იყაროს კენჭი | Allnews.Ge

საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, ალეკო ელისაშვილმაც იყაროს კენჭი

პრეზიდენტობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში შესაძლოა კენჭი იყაროს, ალეკო ელისაშვილია. აღნიშნულის შესაძლებლობა ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში არ გამორიცხა.

როგორც მან აღნიშნა, აქტიურად ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარი კანდიდატურა დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, საჯაროდ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა ამის სურვილი მას შემდეგ გაუქრა, რაც პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, "ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინა.

"ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი და ასევე ღიად და საჯაროდ ვამბობდი, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას, მას მხარს ღიად დავუჭერდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გაუგებარი იყო ჩემთვის მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დაესახელებინა "ოცნების" კანდიდატი. ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერის ხასიათი ძალიან წამიხდა. ამიტომ ახლა ბევრს ვფიქრობ, ბევრი ადამიანი მხვდება და მელაპარაკება, ხომ არ ვიფიქრებდი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია - კონსტიტუციის მიხედვით ბოლო არჩევნებია, როცა ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. ამის შემდეგ ძალიან გაუგებარი წესით აირჩევენ. სულ ველოდები ბოლო წამამდე, რომ გამოჩნდება ისეთი კანდიდატი, ვინც იქნება მებრძოლი, პრინციპული, თანამიმდევრული, თუმცა ასეთს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ბევრი მიჩიჩინებს, რომ ვიფიქრო საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მმართველ გუნდს არ ეყოლება არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი.

"სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" კანდიდატი იქნება. სიტყვაში იტყუება ივანიშვილი, რომ ვითომ მხარს არ უჭერენ, სინამდვილეში კი მხარს უჭერენ და აბა, ვისი კანდიდატია?!", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სახით კენჭისყრას სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი აპირებს. არსებული ინფორმაციით კი, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი სწორედ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს.