18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

NDI პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

NDI პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს

NDI პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში ასახული პირველი რეკომენდაცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ.

"მთავარი პრობლემა ის არის, წინასაარჩევნო პროცესი ჯერ არ დაწყებულა ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით არჩევნების თარიღი, არ ვიცით ბევრი კანდიდატი. ამიტომ პირველი პუნქტი ჩვენი რეკომენდაციისა ამბობს, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნების თარიღი, კანდიდატები დასახელდნენ და საარჩევნო კამპანია დაიწყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრმა პერ ეკლუნდმა.