31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, არ უნდა მივიჩნიოთ ნორმალურად - როგორ ეხმაურებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რუსეთის აგრესიას | Allnews.Ge

საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, არ უნდა მივიჩნიოთ ნორმალურად - როგორ ეხმაურებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რუსეთის აგრესიას

აქ საოკუპაციო ხაზთან ყოფნა სიმბოლურია. ჩვენ ამ ვიზიტით ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

"როგორც იცით, ათი წლის წინ, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის პრეზიდენტები, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ჩამოსულნი იყვნენ საქართველოში. ეს ვიზიტი არ ეხება მხოლოდ სიმბოლიზმს. ეს ასევე ეხება იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში, რათა მტკიცედ განვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მის ბრძოლაში დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს ასევე ეხება იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს გვქონდა. ძალიან ამაყი ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს", - აღნიშნა მან.

არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის საშუალებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც არალეგიტიმურად ხორციელდება. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის საშუალებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა. ნებისმიერი ასეთი ქმედება უნდა განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო სამართლისა და უნივერსალური ფასეულობების დარღვევა. მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებაზე შეთანხმდნენ. აუცილებელია გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლებიც ამ ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიან პოლიტიკურ მოგვარებაზეა მიმართული", - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

ჩვენი აქ ყოფნა სიმბოლურია. ამის რამდენიმე მიზეზია. პირველ რიგში, ამით ჩვენ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია არ უნდა მივიჩნიოთ ნორმალურად.

"ჩვენ ასევე ვახსენებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს პრობლემა არ გამქრალა. ის, რაც ათი წლის წინ მოხდა, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, არ უნდა მივიჩნიოთ ნორმალურად. რუსეთს აშკარად სურს, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს ფაქტობრივი სიტუაცია, რაც ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ამას პრეცედენტი მოჰყვა - ვგულისხმობ ყირიმს. თუ ჩვენ თანამიმდევრულნი არ ვიქნებით ჩვენს პოლიტიკასთან, ეს შეცდომა დავიწყებული  იქნება და სადმე სხვაგან კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდება. ამიტომაც ვართ დღეს აქ", - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე, საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები სტუმრობენ.