
საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, თეოდოსიოს პელეგრინისგან.
ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ქ. ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამასთან, ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად.
"აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბერძნულ მხარესთან", -ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი წლების განმავლობაში ვაშინგტონსა და მსოფლიოში საქართველოს მხარდამჭერი და ლობისტი იყო. განსაკუთრებული იყო სენატორ მაკკეინის მხარდაჭერა აგვისტოს ომის დროს, როცა ის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მაღალი ტრიბუნებიდან ხმამაღლა საუბრობდა, მათ შორის მის მიერ იყო ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია აშშ-ს კონგრესში.
საქართველოს შესახებ სენატორ მაკკეინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი იყო 2008 წლის 12 აგვისტოს, ამერიკელ ამომრჩევლებთან ნათქვამი შემდეგი ფრაზა: "დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ".
"პატარა ქვეყანა საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ზოგიერთმა ამერიკელმა შეიძლება იკითხოს, თუ სად მდებარეობს საქართველო, თუ რატომ უნდა ვწუხდეთ იმაზე, რაც ხდება იმ შორეულ ადგილას, თუმცა ისტორია ხშირად კეთდება შორეულ ადგილებში. დღეს დილით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან იცის, რომ ამერიკელი ხალხი ლოცულობს და მხარს უჭერს მამაც ქართველ ერს, რომელიც დღეს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მთხოვა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის, მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს ამ პატარა დემოკრატიას, რომელიც შორსაა ამერიკისგან. მას ვუთხარი, რომ ვიცი, თითოეული ამერიკელის სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
ამერიკელი სენატორი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაშია აღნიშნული, ჯონ მაკკეინი შაბათს დაიღუპა. სენატორი 2017 წლის ივლისიდან უმძიმეს დაავადებას - ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა.
მკითხველის კომენტარები
(0)