24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
30.08.2018 / 06:08
შრიფტის ზომა:

ადვოკატი - ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე მედიკამენტოზურ მკურნალობას აგრძელებს

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი კვლავ მკურნალობის კურსს გადის. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განუცხადა, შს ყოფილი მინისტრი ციხის პირობებში, მედიკამენტოზურად მკურნალობს. ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რა პერიოდზეა გაწერილი ვანო მერაბიშვილის მკურნალობა, თუმცა აღნიშნავს, რომ მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ გაირკვევა, საჭიროებს თუ არა ის დამატებით გამოკვლევებს.

"მედიკამენტოზური მკურნალობა მიმდინარეობს და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. სასუნთქი გზების პრობლემების გარდა აქვს სხვა პრობლემებიც, თუმცა ექიმების განმარტებით, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ გაირკვევა, საჭიროებს თუ არა დამატებით გამოკვლევებს", - განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შეგახსნებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების განმარტებით, იგი ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა, კერძოდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუმწვავდა სასუნთქი გზების მდგომარეობა და სუნთქვა უჭირდა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ნედა
30 აგვისტო , 2018 17:08

მედიკამენტოზური რა უბედურებაა, საიდან დანერგეთ, რუსულიდან? მედიკამენტურია სწორი.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ადვოკატი - ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე მედიკამენტოზურ მკურნალობას აგრძელებს | Allnews.Ge