25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
02.09.2018 / 10:09
შრიფტის ზომა:

როგორ ეხმაურებიან აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია შეფასებებს აქვეყნებს. მასალის თანახმად, ამ დრომდე მმართველ პარტიას კანდიდატი არ წარუდგენია, "ქართული ოცნების" არაპირდაპირი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იღებს.

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენლის დონალდ ჯენსენის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მოკავშირეები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს ახლოდან აკვირდებიან.

"საქართველომ ბოლო წლებში, ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რასაც დასავლეთი აღიარებს. მაღალი სტანდარტის შენარჩუნება ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანია", - აცხადებს ჯენსენი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დონალდ ჯენსენის შეფასებით, მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, საკუთარი კანდიდატის წარდგენის ნაცვლად, "არაჯანსაღი" სვლაა.

"მმართველ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა მისი ამომრჩევლის წინაშე და ბევრს არ ესმის, თუ რატომ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს. ამ დროისთვის "ქართული ოცნება" ამ საკითხზე გაყოფილია, და მიდის დისკუსია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარემ შეიძლება გადაიფიქროს და "ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინოს. ის განცხადებები, რასაც "ქართული ოცნების" ლიდერები აკეთებენ, ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს", - აღნიშნა ჯენსენმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციური ბალანსის დამცველია.

"საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია დაიცვას კონსტიტუციური ბალანსი ძალაუფლების შტოებს შორის. რომელიც დემოკრატიის განვითარებას, დასავლურ ღირებულებებს, და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს", - განაცხადა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენლმა.

ამასთან, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი კი ხაზს უსვამს არჩევნების მნიშვნელობას, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით ბოლო არჩევნებია, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა.

"მართალია, პრეზიდენტს ნაკლები ძალაუფლება აქვს, თუმცა მისი პოზიცია მნიშვნელოვანია იდეების, პრინციპების გამოხატვისა და წინადადებების შემუშავების კუთხით. ეს მნიშვნელოვანი თანამდებობაა. პრეზიდენტი შეიძლება არ ეთანხმებოდეს მთავრობის მეთაურს, და იდგეს მიკერძოებულობაზე მაღლა და იმედი მაქვს, ეს ასე იქნება", - აცხადებს იალოვიცი.

კიდევ ერთი ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში და ასევე "რენდის კორპორაციის" უფროსი მკლევარი უილიამ კორტნი საქართველოში ხელისუფლებაზე ჩრდილოვანი გავლენის შესახებ საუბრობს.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების ცალკეული პიროვნებების გარშემო გაერთიანება ანაწევრებს პოლიტიკურ სპექტს.

"ეს არჩევნები უჩვეულოა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტის როლი შეამცირა, მიუხედავად ამისა დღევანდელმა პრეზიდენტმა ბევრი პატივისცემა დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გადადგა. მდიდარი, ჩრდილოვანი დონორი განაგრძობს არაპროპორციულად დიდი პოლიტიკური გავლენის ქონას", - განაცხადა კორტნმა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ეს საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციით ბოლო არჩევნებია, როცა საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი, საყოველთაო, წესით აირჩევა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ ეხმაურებიან აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს | Allnews.Ge