
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოქტომბრის თვის შემომწირველთა რიგებში ექიმებიც არიან.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიის საშუალებით გაიგო, რომ მედიკოსების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"იმის შესახებ, რომ ექიმებმა თანხა ჩარიცხეს, მედიიდან გავიგე. ის, რომ მათ ვინმე აიძულებდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება და ამის დასაზუსტებლად ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმ ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულების საკითხს შეისწავლის, რომლებმაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხა შესწირეს.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აუდიტის სამსახურში ის პროცედურები განმარტეს, რაც კანონმდებლობითაა გაწერილი.
"შესწავლა დაიწყება, აუდიტის სამსახური დადგენილი პროცედურების შესაბამისად იმოქმედებს - მიმართავს სასამართლოს, რათა შეისწავლოს შემომწირველთა შემოსავლები და საბანკო ტრანზაქციები", - განაცხადეს აუდიტის სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ არასამთავრობო სექტორში. არასამთავრობოები სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ოფიციალური განცხადებით მიმართვასაც გეგმავენ იმის თაობაზე, რომ მათ მიერ განხორციელებული შემოწირულების საკითხის შესწავლა დაიწყოს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოქტომბრის თვის შემომწირველთა რიგებში ექიმებიც არიან.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიის საშუალებით გაიგო, რომ მედიკოსების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს.
"იმის შესახებ, რომ ექიმებმა თანხა ჩარიცხეს, მედიიდან გავიგე. ის, რომ მათ ვინმე აიძულებდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება და ამის დასაზუსტებლად ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმ ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულების საკითხს შეისწავლის, რომლებმაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხა შესწირეს.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აუდიტის სამსახურში ის პროცედურები განმარტეს, რაც კანონმდებლობითაა გაწერილი.
"შესწავლა დაიწყება, აუდიტის სამსახური დადგენილი პროცედურების შესაბამისად იმოქმედებს - მიმართავს სასამართლოს, რათა შეისწავლოს შემომწირველთა შემოსავლები და საბანკო ტრანზაქციები", - განაცხადეს აუდიტის სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ არასამთავრობო სექტორში. არასამთავრობოები სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ოფიციალური განცხადებით მიმართვასაც გეგმავენ იმის თაობაზე, რომ მათ მიერ განხორციელებული შემოწირულების საკითხის შესწავლა დაიწყოს.
მკითხველის კომენტარები
(0)