28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
16.10.2018 / 10:10
შრიფტის ზომა:

ადვოკატის განცხადებით, მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

მირზა სუბელიანს გუშინ სუიციდის მცდელობა ჰქონდა, - ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა გლდანის # მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკა ხუციშვილის თქმით, მირზა სუბელიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ სუბელიანთან ჩანაწერების თაობაზე არ უსაუბრიათ.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მირზა სუბელიანი ჩანაწერებშიც მსგავს სულიერ მდგომარეობაში ყოფილიყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გამოკითხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, მას ამაზე არც ჩვენთან უსაუბრია, ვინაიდან შეუძლებელი იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ის არის ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. არც იმ ფაქტს არ დაგიმალავთ, რომ მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. აქედან გამომდინარე, მასთან ფიზიკურად გამოკითხვა ვერ ჩატარდა. ეს ოთხი თვეა, სამარტოო საკანშია. ამასთან, ამ ყველაფერმა იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის დროსაც ასეთ მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს ჩემი აზრია," - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, როდის მოხდება მირზა სუბელიანის გამოკითხვა, ადვოკატი აცხადებს, რომ გამოკითხვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მოხდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ადვოკატის განცხადებით, მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა | Allnews.Ge