ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია
"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.
ეგზიტპოლის შედეგები პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.
ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 52.3%,
გრიგოლ ვაშაძე - 28.1 %
დავით ბაქრაძე - 9.2 %
ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%
შალვა ნათელაშვილი - 3.1%
ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგებიც ცნობილია:
#48 სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი - 40%
#2 დავით ბაქრაძე - "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 10%
#5 გრიგოლ ვაშაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 40%
#25 დავით უსუფაშვილი - "თავისუფალი დემოკრატები" - 2%
#36 ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი" - 2%
ტელეკომპანიის დაკვეთით ეგზიტპოლი კომპანია "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები
(2)
წაშალეთ ეს ნიუსი, სირცხვილია!
რა ბნელი უნდა იყო ადამიანი რო ისევ ოცნების კანდიდატს მისცე ხმა