27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
02.06.2020 / 09:06
შრიფტის ზომა:

როგორ ჩატარდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში?

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების გამოყენებით ჩაივლის.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) დამუშავება კი სპეციალური ხსნარებით განხორციელდება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

არჩილ თალაკვაძის თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაივლის უშუალოდ საარჩევნო კამპანიას და მის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრებიც.

"ხელისუფლება უკვე მუშაობს უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩOVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იქნება მოწოდებული. უსაფრთხოების წესები მინიმუმამდე შეამცირებს საარჩევნო პროცესის გამო კორონავირუსის გადაცემის ალბათობას და ამავე დროს არ შეზღუდავს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას და საარჩევნო უფლების რეალიზებას.

განიხილება ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოციალური დისტანციის დაცვა, რეკომენდაცია შეხვედრებისთვის ღია სივრცეების გამოყენებაზე, პირბადეების გამოყენება საჯარო სივრცეებში, თერმოკონტროლი, სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) დამუშავება სპეციალური ხსნარებით, ამომრჩეველთა რიგის ორგანიზება 2-მეტრიანი დისტანციით, ბიულეტენების დათვლის დროს ხელის ჰიგიენის დამატებითი ზომების შემოღება და სხვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ამ რეკომენდაციების პაკეტს შეიმუშავებს, რომელიც შემდეგ მთავრობასა და პარლამენტთან იქნება შეთანხმებული. რასაკვირველია, ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართება სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთანაც", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ ჩატარდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში? | Allnews.Ge