
ჯაშუშობისა და ქურდობის ქმედებები, რასაც ჩინეთის მთავრობა ახორციელებს, აშშ-ის მომავლისთვის "უდიდეს გრძელვადიან საფრთხეს" წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ქრისტოფერ რეიმ განაცხადა.
"ჩინეთი მთელი ძალისხმევით ცდილობს, რომ მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფო გახდეს. ამ მიზნის მიღწევას ჩინეთი "ეკონომიკურ საკითხებზე ჯაშუშობის, მონაცემებისა და ფულადი თანხების ქურდობისა და უკანონო პოლიტიკური საქმიანობით" აშშ-ზე ზეგავლენის მოხდენით ცდილობს"-განაცხადა რეიმ.
მისივე თქმით, ჩინეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ თავის მოქალაქეებს საფრთხედ განიხილავს. "ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მეტოქეებზე, დისიდენტებზე და კრიტიკოსებზე, რომლებიც ცდილობენ ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების ფართო დარღვევების გამოაშკარავებას. ჩინეთის მთავრობას სურს, აიძულოს ისინი დაბრუნდნენ ჩინეთში, რაც შოკისმომგვრელია,"- აღნიშნა ეფბიაი-ს დირექტორმა.
გარდა ამისა, ქრისტოფერ რეიმ აღნიშნა, რომ ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევისთვის სახელის გატეხვას ცდილობს.