
თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს სახეზე პირბადე ააფარეს, აქციის ორგანიზატორები დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ.
ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა.
"ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი. დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით. თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ? ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში," - წერს ჩანადირი.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.
ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, საკითხს შესაბამისი სამსახური შეისწავლის და რეაგირებაც მოხდება.
"ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, მითუმეტეს, არც ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია.
რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები აუცილებლად გავატარებთ. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ მერიას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, ვინ ატარებს ამ აქციას და ვინ აღჭურვა ძეგლები პირბადეებით.
ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ:
https://www.georgianjournal.ge/society/33994-tbilisis-famous-monuments-appear-in-masks-anti-pollution-campaign-in-the-city.html
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსეთის ე.წ. ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსეი დვინიანი ირწმუნება, რომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი გაგრძელდება. ამის შესახებ მან "სპუტნიკთან" ინტერვიუში განაცხადა.
"საიდუმლო არ არის, რომ საქართველო ყველანაირად ცდილობს მცირე ქვეყნებს ხელი შეუშალოს დასავლეთის ქვეყნების გავლენით, რომლებიც საქართველოს მფარველობენ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ დავუშვათ სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ნათელი მაგალითია იმისა, რომ აღიარების პროცესი გრძელდება. ისე, რომ საგარეო პოლიტიკური საიდუმლოებების გაუმჟღავნებლად, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთს შორის არსებობს, შემიძლია ვთქვა, რომ ამასთან დაკავშირებით სრულიად განსაზღვრული გეგმები გვაქვს. პროცესი ცალსახად გაგრძელდება, რადგან ისტორიის შემობრუნება შეუძლებელია, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს ვიღაცას თბილისში", - განაცხადა დვინიანინმა.
მკითხველის კომენტარები
(0)