
აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. მედიის ინფორმაციით, სანქციები კიდევ 3 ფიზიკურ პირსა და 11 კომპანიას დაუწესდა, რისი მიზეზიც მათი ირანის ნავთობქიმურ კომპანია Triliance-სთან კავშირი სახელდება.
ირანის ფარგლებს გარეთ, სანქციები ჩინურ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კიდევ 6 კომპანიას დაუწესდა, რომლებიც Triliance-თან კავშირში არიან შემჩნეულები.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა ირანი ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლებით ტერორისტული ორგანზიაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები იქამდე იმოქმედებს, სანამ ირანი თავის პოლიტიკას არ შეცვლის.