26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
31.01.2017 / 13:01
შრიფტის ზომა:

რა სახის დახმარებას ჰპირდებიან ხანძრით დაზარალებულებს

რა სახის დახმარებას ჰპირდებიან ხანძრით დაზარალებულებს

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს, რომლებსაც საკრედიტო ვალდებულებები გააჩნიათ, სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" წარმომადგენლის, ლაშა ფაიქაძის თქმით, კრედიტების გონივრული ვადით გადავადებისთვის უშუამდგომლებენ.

სააქციო საზოგადოების წარმომადგენლის თქმით, ფინანსთა სამინისტრო მათ ასევე დაპირდა, რომ მოვაჭრეებს დაზიანებული საქონელი გამარტივებული მექანიზმით ჩამოეწერება და გადასახადების რესტრუქტურიზაცია-გადავადება მოხდება, გარკვეულ შემთხვევებში კი ფინანსთა სამინისტრო დაზარალებულებს გადასახადებს გაუუქმებს", - განაცხადა ლაშა ფაიქაძემ.

დაზარალებულთა დასახმარებლად, "ბავშვთა სამყაროს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიორგი მაჭავარიანმა ასევე განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრის აქციონერთა უმეტესობა თანახმაა, მიმდინარე წლის მოგება დაზარალებულ ხალხს უკლებლივ გადაუნაწილოს,-"ყოველ წელს აქციონერები ვინაწილებთ დივიდენდებს, ანუ მიმდინარე წლის მოგებას. ჩვენ, აქციონერთა უმეტესობას გადაწყვეტილი გვაქვს მოვიწვიოთ კრება, სადაც აღნიშნულ წინადადებას გავაჟღერებთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა აქციონერი დათანხმდება ამ პირობას, მაშინ ჩვენ მოვახდენთ მიმდინარე წლის მოგების დაზარალებული ხალხისთვის გადანაწილებას. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ეს გადაწყვეტილება მისაღები იქნება ინდივიდუალურად და არ იქნება სავალდებულო,"-განმარტა გიორგი მაჭავარიანმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება საბანკო სექტორს, "თი-ბი-სი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკოლოზ ქურდიანის თქმით, "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს "თი-ბი-სი ბანკი" შეუქმნის ყველანაირ კომფორტს, რათა მათთვის მთავარი საფიქრალი თემა საბანკო ვალდებულება არ გახდეს.

"ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაში ერთნაირი მიდგომით ვხელმძღვანელობთ - კლიენტის დონეზე ვსაზღვრავთ მისთვის ყველაზე შესაფერის მიდგომას. ეს გამოიხატებოდა, ხშირ შემთხვევაში კრედიტის რესტრუქტურიზაციაში, გადახდის გრაფიკის ისეთ მორგებაში, რომელიც მისთვის ყველაზე ხელსაყრელი და მისაღები იყო. ჩვენ უკვე ვაკეთებთ იდენტიფიკაციას ამ ადამიანების, ვადგენთ სიებს, თუ ვინ დაზარალდა გუშინდელი ხანძრის შედეგად და დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს,"-განაცხადა ნიკოლოზ ქურდიანმა.

სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი 30 იანვარს ღამით გაჩნდა, მეხანძრეები მას თითქმის მეორე დღეა ებრძვიან. ხანძრის შედეგად 1 000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა, ზარალი კი რამდენიმე მილიონს შეადგენს.

დაზარალებული მოვაჭრეებმა ზარალის ასანაზღაურებლად თბილისის მერიას მიმართეს, ინფორმაცია კი, ჯერჯერობით, მხოლოდ, ზემოთ აღნიშნული, შეღავათების შესახებ გავრცელდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ნიშნავს, რომ მასში საქართველოც იქნება ჩართული-მამუკა არეშიძე | Allnews.Ge

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ნიშნავს, რომ მასში საქართველოც იქნება ჩართული-მამუკა არეშიძე

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ომში მთელი რეგიონი, მათ შორის საქართველოც იქნება ჩათრეული, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "პალიტრანიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტის გააქტიურება მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება.

"დღევანდელ ვითარებას შევაფასებდი, როგორც ძალიან მძიმეს, საერთოდ კონფლიქტების განახლება ხელოვნურია ხოლმე, როდესაც გააქტიურდება პროცესი, რეგიონში მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ნებაზეა ეს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ახლანდელი გააქტიურება და საომარ ფაზაში გადასვლა, მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება. აქ ჩანს თურქეთისა და რუსეთის ხელი და შეიძლება სხვისიც, მე აქ მტკიცებას ვერ დავიწყებ. ასეა თუ ისეა, თუ ეს კონფლიქტი არ ამოიწურება რამდენიმე დღეში და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რეგიონი იქნება ჩათრეული ამ ომში, მათ შორის საქართველოც. ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონს კატასტროფა ემუქრება. მოხდება ეს ასე, თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის ლოგიკა ამის თქმის უფლებას მაძლევს", - განაცხადა არეშიძემ.