
საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა. ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მეორე ადგილი დაიკავა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია" -33%-ით, "ევროპულმა საქართველომ" ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" -4% მიიღო, "პატრიოტთა ალიანსმა"-3%, "სტრატეგია აღმაშენებელი"-3%, "გირჩი"-3%, "ლეიბორისტული პარტია" -2%, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო"-1%, "მოქალაქეები"-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს. აღნიშნული კვლევა Ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, "ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ" მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ამომრჩეველთა 25,33 %-მა დაუჭირა მხარი. "ევროპულმა საქართველომ" მიიღო 4,20 %.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, "ლელო" აქვს 2,61 %-იანი მხარდაჭერა, "გირჩმა" მიიღო 3,52%, "სტრატეგია აღმაშენებელმა" კი 2,37%.