
ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში აქტიურად გავრცელდა მოსაზრება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებამდე, საჭიროა, პაციენტმა ექიმთან გაიაროს კონსულტაცია და მეტიც, გარკვეული გამოკვლევებიც ჩაიტაროს. სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი კომენტარი გვხვდება. ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვაქცინის გასაკეთებლად მისულებს, უკან გამობრუნება მოუხდათ, რადგან სხვადასხვა ანალიზის პასუხების წარდგენა მოსთხოვეს.
ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ მის მოხუც დედას აცრაზე უარი მხოლოდ იმის გამო უთხრეს, რომ გულის ქრონიკული დაავადება აქვს.
"დედას გული აწუხებს დიდი ხანია, მაგრამ მკურნალობს და სტაბილურად არის. როგორც იქნა, ჩვენი რიგი მოვიდა აცრაზე და რომ მივედით, გვითხრეს გულის პრობლემა მოიგვაროს და მერე მოვიდეს ვაქცინაციაზეო. ახლა როგორ მოირჩენს გულს ამ ასაკში?! გარდა ამისა, გვითხრეს, რომ საჭირო იყო სხვადასხვა ანალიზები, მათ შორის სისხლის შედედების. წამოვიყვანე უკან, რა უნდა მექნა?! ახლა ვცდილოობ ხელახალ რეგისტრაციაზე დავითანხმო, მაგრამ ეშინია და უარს ამბობს" - გვეუბნება რესპონდენტი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვაქცინებთან დაკავშირებულ მორიგ მითზე, რომ თითქოს აცრის წინ გამოკვლევების ჩატარებაა სავალდებულო, კომენტარის გაკეთება მოუხდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესაც. მისი თქმით, ექიმები პაციენტებს ტყუილად ახარჯინებენ ფულს ანალიზებში:
"არცერთი კვლევით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არ არის რეკომენდებული არავითარი გამოკვლევა. ძალიან დიდი ბოდიში ჩემს კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებს, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ ანალიზების კეთებაში.
არავითარი ანალიზები საჭირო არ არის, თუ ადამიანი ჩვეულებრივ რაღაც პერიოდულ გამოკვლევას ჩაიტარებს, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი და ამის ვაქცინაციასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება.
კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ამის საფუძველზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს, ვაქცინაცია საჭიროა თუ არა. არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს შეიძლება და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი..." - აღნიშნა იმნაძემ კითხვის საპასუხოდ.
რეალურად საჭიროა თუ არა რაიმე სახის გამოკვლევები ვაქცინაციამდე და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს. ამ საკითხზე allnews.ge-ს ესაუბრა ამერიკის ბიოანალიტიკის ბორდის მაღალი სირთულის ლაბორატორიის დირექტორი მარინა გვახარია.
"გასაოცარია, მაგრამ საქართველოში საკმაოდ გავრცელდა შეხედულება, რომ აცრამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და გარკვეული გამოკვლევების ჩატარება. კერძოდ, მოქალაქეებს სთხოვენ ალერგოლოგის კონსულტაციას, სისხლის საერთო ანალიზს, D-დიმერს, ანტი-კოვიდ ანტისხეულებს, კოაგულოგრამას და სხვა ტესტებს. პირადად მომმართეს პაციენტებმა, რომლებსაც ამგვარი ანალიზები დაენიშნათ და მეტიც, ანალიზების პასუხის არქონის გამო აცრაზე უარი ეთქვათ.
არანაირი ანალიზები აცრის წინ საჭირო არაა! მეტიც, არ არსებობს ანალიზი, რომლის პასუხის მიხედვით კეთილსინდისიერი ექიმი პაციენტს ურჩევს აცრის გადავადებას ან უარის თქმას მასზე. ეს არის აბსურდი. ბევრი ღელავს ზოგიერთი ვაქცინის სერიოზულ თრობმბოემბოლიურ გართულებებზე, რომლებიც უაღრესად იშვიათია - დაახლოებით 1 შემთხვევა ერთ მილიონ აცრილზე. სამწუხაროდ, არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც გამოავლენს ამ გართულების რისკის მქონე პაციენტებს. ასევე არ არსებობს წამალი, რომელიც თქვენს მონაცემებს "მოაწესრიგებს" და გართულების საფრთხეს შეამცირებს.
აცრისთვის არანაირი წინასწარი მომზადება საჭირო არ არის. თუ არ გაქვთ სიცხე ან ქრონიკული დაავადების გამწვავება, რეკომენდირებულია გადაუდებელი აცრა თქვენი ასაკობრივი ჯგუფის შესაფერისი ვაქცინით და ვიმეორებ, ყოველგვარი წინასწარი ანალიზების გარეშე" - ამბობს სპეციალისტი.
მარინა გვახარიას ინფორმაციით, აშშ-ში აცრები ნებაყოფლობითია და ამასთან, მოსახლეობა განსაკუთრებული ნდობითა და ენთუზიაზმითაა განწყობილი ვაქცინაციის მიმართ.
"საინტერესოა, რომ კალიფორნიაში ჯერჯერობით რეალურად არ გვაქვს ვაქცინის არჩევანი. ვიცრებით იმ ვაქცინით, რომელიც იმ დღესაა ხელმისაწვდომი კლინიკაში, სადაც ჩაწერილები ვიყავით. აცრები დაიწყო დეკემბერ-იანვარში ეტაპობრივად: პირველ როგში აიცრა მედპერსონალი და ასაკოვანი მოსახლეობა. ამჟამად აცრა ხელმისაწვდომია 16 წლის ზემოთ ყველა მსურველისთვის. აშშ-ში დღეში 3-4 მილიონი ადამიანი იცრება. წარმოგიდგენიათ, რომ ყველას ან თუნდაც ნაწილს ანალიზები და ექიმის კონსულტაცია უტარდებოდეს?" - გვეუბნება მარინა გვახარია.
კოლეგის მოსაზრებას იზიარებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მელიქიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინამდე წინასწარი გამოკვლებების ჩატარება დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვაა და სხვა არაფერი.
"მეც მსმენია ასეთი ფაქტების შესახებ და ამას არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება სისხლის შედების ფაქტორებს და თრომბის გამოწვევის საშიშროებას ვაქცინაციის დროს, ამას ვერანაირი წინასწარი ანალიზით ვერ გამორიცხავ, რადგან შეიძლება ადამიანს ყველა მაჩვენებელი წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ მაინც განვითარდეს თრომბოემბოლია. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ბოლომდე რატომ იწვევს ამა თუ იმ გართულებას ვაქცინა. მთავარია, არ იყოს მწვავე მდგომარეობა ვაქცინაციის წინ. თუ რომელიმე დაავადების გართულებული, მწვავე ფაზაა, უნდა ჩაწყნარდეს და მერე ჩატარდეს ვაქცინა. დანარჩენ სხვა შემთხვევაში რაიმე ანალიზები და კვლებები არაფერს ცვლის.
თუკი წარსულში გქონიათ მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია, გაესაუბრეთ კვალიფიციურ და თანამედროვე გაიდლაინების მცოდნე ალერგოლოგს. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევების უმრავლესობაშიც კი რეკომენდირებულია აცრა, რადგან კოვიდის რისკი ბევრად მაღალია აცრის შესაძლო რისკებზე" - გვეუბნება ირინა მელიქიშვილი.
მოამზადა თინათინ ზვიადაძემ
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები საქართველოს მთავრობას 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, წერილით მიმართავენ. წერილში მიმოხილულია პრაიდის გარშემო განვითარებული მოვლენები და შემდგომი მოვლენები.
წერილს რამდენიმე ადრესატი ყავს, მათ შორის უპირველესი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია:
"ბატონო მინისტრო, მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით.
მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია.
მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.
ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნავდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება.
ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ.ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით.
ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.
ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
დაბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის" - ნათქვამია წერილში.
წერილის ხელმომწერები არიან:
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო
ბელგიის სამეფოს საელჩო
ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო
დანიის სამეფოს საელჩო
ესპანეთის სამეფოს საელჩო
ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო
ირლანდიის საელჩოს
იტალიის რესპუბლიკის საელჩო
ლატვიის რესპუბლიკის საელჩო
ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო
პორტუგალიის საელჩო
რუმინეთის საელჩო
საბერძნეთის საელჩო
საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო
სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო
სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო
უნგრეთის საელჩო
ფინეთის საელჩო
შვედეთის სამეფოს საელჩო
ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო
მკითხველის კომენტარები
(0)