ვის მისცემდით ხმას მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს? - ნახეთ IRI-ის კვლევის შედეგები
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.
- გამოკითხვის თანამხად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩვენად ასახელებს (3% მეორე არჩევნად),
- 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).
რაც შეეხება სხვა პარტიებს:
- „საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი)
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3% (4% მეორე არჩევანი)
- „ხალხის ძალა“ - 1% (5% მეორე არჩევანი)
- „ლელო“ - 2% (4% მეორე არჩევანი)
- „გირჩი“ - 3% (2 მეორე არჩევანი)
- გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი)
- „ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი)
- „მოქალაქეები“ - 2% ( 2% მეორე არჩევანი)
- „ხალხისთვის“ - 2% (1% მეორე არჩევანი)
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 1% (1% მეორე არჩევანი)
- „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ - 1% (1% მეორე არჩევანი)
- „ევროპული საქართველო“ - <1% (1% მეორე არჩევანი)
- სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი)
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.