რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში საქართველოზე? | Allnews.Ge

რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში საქართველოზე?

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ 2023 წლის ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე ვი­თა­რე­ბას მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აფა­სებს. ან­გა­რიშ­ში ლა­პა­რა­კია სა­ქარ­თვე­ლო­ზეც.

ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თვე­ლე­ბი მხარს უჭერ­დნენ ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას”.

"წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მო­დი­ოდ­ნენ. ასე­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა და ცხრა სფე­რო­ში, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებს, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მებ­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­ი­ცავს, შემ­დგო­მი პროგ­რე­სის რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი მო­ი­ცავ­და სარ­წმუ­ნო ცნო­ბებს: წა­მე­ბის ან სას­ტი­კი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ; თვით­ნე­ბუ­რი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის ან და­კა­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ; სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბებ­თან და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ფარ­თოდ აღიქ­მე­ბა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი; პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში თვით­ნე­ბუ­რი ან უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რის შე­სა­ხებ, მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ; სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­თავ­რო­ბო კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ; და და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბას ან ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რას მო­ი­ცავს, ლეს­ბო­სელ, გეი, ბი­სექ­სუ­ალ, ტრანსგენ­დერ, ქვი­არ ან ინ­ტერ­სექს პი­რე­ბი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­მართ”, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო ზო­გი­ერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, მაგ­რამ და­უს­ჯე­ლო­ბა პრობ­ლე­მად რჩე­ბო­და.

ოკუ­პა­ცი­ა­ზე

ამას­თა­ნა­ვე, ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზე, კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2023 წელს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი, აფხა­ზე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის მიღ­მა რჩე­ბო­და და დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი მხარს უჭერ­დნენ.

"ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი მო­ი­ცავ­და სარ­წმუ­ნო ცნო­ბებს: უკა­ნო­ნო მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ; თვით­ნე­ბუ­რი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის ან და­კა­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ; თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ, გან­სა­კუთ­რე­ბით ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის; ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის მიერ სა­კუთ­რე­ბის, ბიზ­ნე­სის და­რე­გის­ტრი­რე­ბის და მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ; რუ­სე­თი­სა და დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ნა­შა­უ­ლე­ბი ორი­ვე რე­გი­ონ­ში და­უს­ჯე­ლად ჩა­ი­დი­ნა“, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რიშ­ში.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე"იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნათ მთავ­რო­ბა ან გა­ნე­ხი­ლათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის სა­კი­თხე­ბი, შე­ზღუ­და", - ვკი­თხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად, 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი­სა და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ იყო ცნო­ბე­ბი.

"22 ივ­ნისს პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­არ­ხის "მთა­ვა­რი არ­ხის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნიკა გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლა, რომ­ლის პა­ტიმ­რო­ბაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის და სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლი იყო, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნათ მთავ­რო­ბა ან გა­ნე­ხი­ლათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის სა­კი­თხე­ბი, შე­ზღუ­და. მა­გა­ლი­თად, ნიკა გვა­რა­მია, უმ­სხვი­ლე­სი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­არ­ხის "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, 2022 წლის მა­ი­სი­დან პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბამ­დე 22 ივ­ნი­სამ­დე ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს.

Amnesty International-მა და ად­გი­ლობ­რივ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მისი გა­სა­მარ­თლე­ბა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­მართ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევ­და.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-18 მუხლს არ­ღვევ­და. თუმ­ცა, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გვა­რა­მი­ას გა­ნა­ჩე­ნი 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში და 19 ივ­ნისს ძა­ლა­ში და­ტო­ვა“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, "მო­სა­მარ­თლე­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის მი­მართ და­უც­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­გორც სა­სა­მარ­თლოს შიგ­ნით, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ, რო­დე­საც წყვეტ­დნენ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რად მგრძნო­ბი­ა­რე თე­მებს ან პი­რებს ეხე­ბო­და.

"მსოფ­ლი­ოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, და­ბა­ლია ნდო­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გავ­ლე­ნის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, არა­სამ­თავ­რო­ბო კო­ა­ლი­ცია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და გამჭვირ­ვა­ლე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბის გა­მო­ხატ­ვას გა­ნაგ­რძობ­დნენ. მათ პრობ­ლე­მებ­ზე მი­უ­თი­თეს, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლე­თა ჯგუ­ფის გავ­ლე­ნა­ზე, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თაც სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კრი­ტი­კუ­ლი ხმა და­ახ­შეს და სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის წი­ნა­და­დე­ბებს ხელი შე­უ­შა­ლეს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გავ­ლე­ნი­ან, კარ­გად და­კავ­ში­რე­ბულ და არა­რე­ფორ­მა­ტორ მო­სა­მარ­თლე­თა ჯგუფს "კლა­ნი“ უწო­დეს. სხვა პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად მათ ხაზი გა­უს­ვეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გავ­ლე­ნას ცალ­კე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე, საქ­მის გა­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­ზე, ასე­ვე, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გამჭვირ­ვა­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­სა და იუს­ტი­ცი­ის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს მიერ მო­სა­მარ­თლე­თა და სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის და­ნიშ­ვნა­ში ხარ­ვე­ზებს.

ზო­გი­ერ­თმა ყო­ფილ­მა და მოქ­მედ­მა მო­სა­მარ­თლემ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მათ მა­ღა­ლი რან­გის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა გა­ნი­ცა­დეს, რათა კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­ში გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ე­ღოთ. 2013 წლი­დან სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მი­სა და სხვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის ოთხი ტალ­ღის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სას, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შექ­მნის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო რე­ფორ­მე­ბი არა­ე­ფექ­ტუ­რი იყო, ვი­ნა­ი­დან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დარ­ჩა ან მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ გან­ხორ­ცი­ელ­და.

8 ნო­ემ­ბერს ევ­რო­კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა, რომ ევ­რო­პულ საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი იმ პი­რო­ბით მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ცხრა რე­ფორ­მას, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლოს ეფექ­ტურ რე­ფორ­მას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ზე კეთ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე

ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევ­დნენ.

"სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ერ­თხელ მო­უ­წო­და, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტთა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ჯგუფ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­სინ­ჯა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა "მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და“ მას შემ­დეგ, რაც მათ ბო­ლოს 2022 წლის აპ­რილ­ში გა­მო­იკ­ვლი­ეს და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა "მძი­მედ“ შე­ა­ფა­სეს. ასე­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ექ­სპერ­ტებ­მა და­ას­კვნეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა მე­თო­დის გავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა "სწრა­ფად უა­რეს­დე­ბო­და“. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა შე­ა­ფა­სა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მემ შე­საძ­ლოა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის­თვის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-3 მუხ­ლი და­არ­ღვი­ოს.

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, სა­ა­კაშ­ვი­ლი და­უს­წრებ­ლად სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს, მათ შო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, 2018 წელს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ წევ­რზე ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მის გამო. სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ბრალ­დე­ბე­ბის გამო გრძელ­დე­ბო­და, რომ­ლე­ბიც იმ და­ნა­შა­უ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მან სა­ვა­რა­უ­დოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას ჩა­ი­დი­ნა და 2021 წელს მის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის­თვის. მან ყვე­ლა ბრალ­დე­ბა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, უარ­ყო“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

myquiz