"არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს" - რას ამბობს მეთიუ მილერი ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ | Allnews.Ge

"არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს" - რას ამბობს მეთიუ მილერი ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ

"პრე­ზი­დენ­ტმა ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთხო­ვა, სპე­კუ­ლა­ცი­ის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ, იმა­ვე მი­მარ­თვას უცხო ქვეყ­ნებ­ზეც გა­ვავ­რცე­ლებ­დი", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი­სას გა­ნა­ცხა­და.

მე­თიუ მი­ლე­რი დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­მენ­ტარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია მე­თო­დებს არ ცვლის“.

"არც კი ვიცი, ეს რას ნიშ­ნავს. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ამ გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს, იმის შე­სა­ხებ რაც იცი­ან და რაც არ იცი­ან. რო­გორც მე მეს­მის, ისი­ნი ამ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას იქამ­დე გა­აგ­რძე­ლე­ბენ, სა­ნამ გაგ­რძელ­დე­ბა. ისე­ვე, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სთხო­ვა ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ სპე­კუ­ლა­ცი­ის­გან, არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი, ფაქ­ტე­ბის გა­გე­ბამ­დე. ვფიქ­რობ, იმა­ვე მი­მარ­თვას უცხო ქვეყ­ნებ­ზეც გა­ვავ­რცე­ლებ­დი“, - გა­ნა­ცხა­და მე­თიუ მი­ლერ­მა.

მე­თიუ მი­ლე­რი კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ამ­ჟა­მინ­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მის ირ­გვლივ შექ­მნილ­მა ატ­მოს­ფე­რომ გა­მო­იწ­ვია“.

"ეს კრემ­ლის მხრი­დან წარ­მო­უდ­გენ­ლად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კო­მენ­ტა­რე­ბია, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კო­მენ­ტა­რე­ბის სე­რი­ის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც ჩვენ ვხე­დავთ და, რა თქმა უნდა, ისი­ნი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე, დო­ნალდ ტრამპზე თავ­დას­ხმას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“ ახ­სე­ნა, კერ­ძოდ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ და­წე­რა: "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია მე­თო­დებს არ ცვლის. XXI სა­უ­კუ­ნე­ში ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მი, რა­დი­კა­ლიზ­მი, პო­ლა­რი­ზა­ცია, სი­ძულ­ვი­ლი და პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმე­ბი ამე­რი­კა­ში თუ ევ­რო­პა­ში ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად აქ­ცი­ეს. სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ და ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ დო­ნალდ ტრამპს“.