"ივანიშვილი არ არის ბრიყვი..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ახალ ოფისზე, ივანიშვილის განცხადებებსა და რობერტ სტურუას სახეზე "გაქცეულ სუბტიტრებზე" | Allnews.Ge

"ივანიშვილი არ არის ბრიყვი..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ახალ ოფისზე, ივანიშვილის განცხადებებსა და რობერტ სტურუას სახეზე "გაქცეულ სუბტიტრებზე"

16 ივ­ლისს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­მა ორ­თა­ჭა­ლა­ში, გორ­გას­ლის #20 ნო­მერ­ში, ახა­ლა­შე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში გახ­სნეს 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. სწო­რედ ამ მი­სა­მარ­თზე და­ი­დო ბინა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ­მა ოფის­მა. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ახა­ლი ოფი­სის აი­ვან­ზე პირ­ბა­დით გა­მო­ვი­და და ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლებს მი­ე­სალ­მა. მას თან ახ­ლდნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და აჭა­რის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე. მოკ­ლედ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნა და ახა­ლი ოფი­სის ეზო­ში შეკ­რე­ბილ მხარ­დამ­ჭე­რებს სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნიც წა­რუდ­გი­ნა: "მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბით, კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ". პარ­ტი­ის ახა­ლი ოფი­სი მარ­თლაც შთამ­ბეჭ­დავ, 8-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სდა, რომ­ლის ფა­სად­ზე ვიტ­რა­ჟებს შო­რის დე­კო­რა­ტი­უ­ლი კედ­ლე­ბია. ოფი­სის გახ­სნა­ზე მი­სულ მე­დი­ის მუ­შა­კებს ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბის მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე კა­ბი­ნე­ტებს მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი და და­ხუ­რუ­ლი ტე­რა­სე­ბი აქვს. ერთი სარ­თუ­ლის ზე­ვით სა­თათ­ბი­რო ოთა­ხია, სა­დაც დგას მრგვა­ლი მა­გი­და რკა­ლი­სე­ბუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რე­ბით. ოფისს ხი­დით უკავ­შირ­დე­ბა ეზო­ში ცალ­კე მდგო­მი 208-კა­ცი­ა­ნი სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც პარ­ტი­ას ყრი­ლო­ბე­ბი­სა და შეკ­რე­ბე­ბის­თვის შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს. ახა­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი ოფი­სის ფონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ის­მა პრე­მი­ერ კო­ბა­ხი­ძის სი­ტყვე­ბი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი­დევ 12 წე­ლი­წადს არ აპი­რებს არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბას. ამ თე­მებ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ასე­თი­ვე ზარ-ზე­ი­მით გახ­სნა შთამ­ბეჭ­და­ვი პარ­ტი­ულ ოფი­სი, მაგ­რამ ამ ფაქ­ტი­დან მა­ლე­ვე მო­უ­წია ძა­ლა­უფ­ლე­ბის დათ­მო­ბამ. სა­ზო­გა­დოდ, ავ­ტო­რი­ტა­რებს ახა­სი­ა­თებთ მო­ნუ­მენ­ტუ­რი სტი­ლი, უყ­ვართ სა­კუ­თა­რი უკ­ვდა­ვე­ბის­თვის მა­ღა­ლი კედ­ლე­ბის ამო­შე­ნე­ბა.

- ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კვლავ ახ­სე­ნა "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია" და გა­ნა­ცხა­და, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ზე "უპ­რე­ცე­დენ­ტო ზე­წო­ლაა მე­ო­რე ფრონ­ტის ლო­ბი­რე­ბის შე­დე­გა­დო. მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ აშშ-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­ფლიქტზე აღ­ქმა და ქვეყ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სე­ბი შე­იც­ვლე­ბა: "გა­და­სა­ტა­ნი გვრჩე­ბა მაქ­სი­მუმ ერთი წელი, რის შემ­დე­გაც ფუნ­და­მენ­ტუ­რად შე­იც­ვლე­ბა რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, ისე ინ­ტე­რე­სე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი ყვე­ლა­ზე გვი­ან, ერთ წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა, ხოლო თუ აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, ომი იან­ვარ­შიც კი შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს. მთა­ვა­რია, ეს მცი­რე დროც მო­ვი­გოთ და რო­გორც კი ომი დას­რულ­დე­ბა, აშშ-სა და ევ­რო­პას­თან ყვე­ლა გა­უ­გებ­რო­ბა წარ­სულს ჩაჰ­ბარ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გახ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

- ივა­ნიშ­ვილს ახა­სი­ა­თებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ახა­ლი დედ­ლა­ი­ნის დათ­ქმა, ოღონდ ისე, რომ ამა თუ იმ და­ნა­ქა­დე­ბის ვადა რა­ტომ­ღაც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ იწუ­რე­ბა ხოლ­მე. გა­გახ­სე­ნებთ, ბოლო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას, პირ­ველ და მე­ო­რე ტურს შო­რის, რო­დე­საც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, გა­მო­ვი­და და გვი­თხრა, ერთ წე­ლი­წად­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მას გა­დავ­წყვე­ტო. მოკ­ლედ, დღე­საც იმა­ვეს ცდი­ლობს - გვი­რა­ბის ბო­ლო­ში იმე­დის ნა­პერ­წკლის გა­ჩე­ნას, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უნდა და­ვე­ლო­დოთ და არა მა­ნამ­დე, რაც მო­რი­გი მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ილუ­ზი­ის შექ­მნის ცდას, რომ აშშ-ში რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი თუ მოვ­ლენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, ესეც ტყუ­ი­ლია. პი­რი­ქით, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ბევ­რად არა­კომ­ფორ­ტუ­ლია რეს­პუბ­ლი­კე­ბის, იმა­ვე ტრამ­პის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა. საქ­მე ის არის, რომ აშშ-ის პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით უც­ვლე­ლია. ეს ის­ტო­რი­ამ და­ა­დას­ტუ­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან თუ დე­მოკ­რა­ტე­ბი, მათი სტრა­ტე­გია ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან ერთი და იგი­ვე დარ­ჩე­ბა. გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით ხის­ტად მოქ­მე­დე­ბენ პრობ­ლე­მე­ბის დროს, ვიდ­რე დე­მოკ­რა­ტე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ტრამ­პი რომ ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ნა­ბი­ჯებ­ზე ბევ­რად მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენ­და. ივა­ნიშ­ვი­ლი არ არის ბრიყ­ვი და მა­ნაც მშვე­ნივ­რად იცის ეს, მაგ­რამ აქაც მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას ცდი­ლობს, რათა ერ­თგვა­რი ჰიპ­ნო­ზის ქვეშ ჰყავ­დეს თა­ვი­სი მრევ­ლიც და ელექ­ტო­რა­ტიც.

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც რა­ტომ­ღაც დიდი აღ­ტა­ცე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ებს, იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ ისი­ნი თუ მო­ვი­დოდ­ნენ უმ­რავ­ლე­სო­ბით, ევ­რო­პას­თან ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბო­და. არ გა­მარ­თლდა მათი იმე­დი და პროგ­ნო­ზი, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი და­მარ­ცხდნენ. არა­და, კარ­გად თუ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რბი­ლად რომ ვთქვათ, ძა­ლი­ან არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და. საქ­მე ის არის, რომ ევ­რო­პუ­ლი ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი იმას კი არ ნიშ­ნავს, ყო­ველ­დღე იძა­ხონ, დედა დე­დაა და მამა მა­მაო. ისი­ნი მთა­ვარ აქ­ცენ­ტებს აკე­თე­ბენ სა­კუ­თა­რი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე, რა­მაც ჩვენ­თვის შე­საძ­ლოა, მა­გა­ლი­თად, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის საფრ­თხე გა­ა­ჩი­ნოს. ასე­ვე არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გეგ­მავ­დნენ დე­პორ­ტა­ცი­ის და­წყე­ბას და ფი­ნან­სუ­რი გა­და­რი­ცხვე­ბის სფე­რო­ში შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას. ის, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზად ასა­ღებს, რე­ა­ლუ­რად ამ პრობ­ლე­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის საფრ­თხეა. ივა­ნიშ­ვილს ახლა ასე აწყობს და აყე­ნებს ყვე­ლა­ფერს თავ­და­ყი­რა, თან ისე, თეთრზე იმას კი არ ამ­ბობს, რუ­ხიო, არა­მედ ამ­ბობს, შა­ვი­აო და ცდი­ლობს ყვე­ლა ამა­ში და­არ­წმუ­ნოს.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს კვლა­ვაც სჯე­რა მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის, ზოგს გულ­წრფე­ლად, ზო­გიც კი­დევ პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად თავს იტყუ­ებს. თუმ­ცა ზოგ­ჯერ რთუ­ლია და­მა­ლო შენი აზ­რე­ბი, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბევ­რს ჩა­მოს­ტი­რო­და სახე. მა­გა­ლი­თად, თუ და­აკ­ვირ­დით რო­ბერტ სტუ­რუ­ას, მისი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე კად­რი ვნა­ხე, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს ამ­ბობ­და. ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა არ ილა­პა­რა­კოს, მაგ­რამ სა­ხე­ზე გაქ­ცე­ულ სუბტიტ­რებს რას უზამს?! სტუ­რუა დიდი რე­ჟი­სო­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რია, ის ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ანა­ტო­მი­ას, ტყუ­ილ­სა და მარ­თალს კარ­გად ხე­დავ­და და ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი იყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა