"სააკაშვილმა თქვა, რომ არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და..." - რა მოხდა 2016 წელს, როცა თარგამაძის მანქანა ააფეთქეს: საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალები | Allnews.Ge

"სააკაშვილმა თქვა, რომ არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და..." - რა მოხდა 2016 წელს, როცა თარგამაძის მანქანა ააფეთქეს: საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალები

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის გივი თარ­გა­მა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა პირ­მა დარ­ჩო (და­ვით) ხე­ჩუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას და­ა­კა­ვეს, გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2016 წელს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თარ­გა­მა­ძის თვალ­თვა­ლი და­ა­ვა­ლა ვინ­მე შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილს, თა­ვის მხრივ კი თვალ­თვა­ლი­სა და კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ და­ვა­ლე­ბა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა ხე­ჩუ­აშ­ვილს გა­და­ა­ბა­რა."სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 19 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს 2016 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გივი თარ­გა­მა­ძის და სხვა პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ძებ­ნი­ლი დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა მსჯავ­რდე­ბუ­ლი დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, 2016 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი შეხ­ვდა მის­თვის უც­ნობ პირს, ვინ­მე „დი­მას“ (დი­მიტ­რი), რო­მელ­მაც მას შოთა (მევ­ლუდ) ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის და­ნა­ბა­რე­ბი გა­დას­ცა ჭი­ჭი­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზე.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით, მას შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­თან წარ­სულ­ში ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და და შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რას და­თან­ხმდა. შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რი­სას მსჯავ­რდე­ბულს გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი ცოტა ხნის წინ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს­თან გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ერ­თად, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­რი­სას თქვა, რომ არ ენ­დო­ბო­და მისი პარ­ტი­ის წევ­რს გივი თარ­გა­მა­ძეს, რად­გან მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თარ­გა­მა­ძე 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, იმ­ჟა­მინ­დელ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­კაშ­ვილ­მა ჭი­ჭი­აშ­ვილს გივი თარ­გა­მა­ძის კონ­ტრო­ლი და თვალ­თვა­ლი და­ა­ვა­ლა.

თა­ვის მხრივ შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა გივი თარ­გა­მა­ძის თვალ­თვალ­ში და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვილს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა ოდე­სა­ში კარგ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის სა­ნაც­ვლოდ, რა­ზეც მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­თან­ხმდა და მათ სა­ერ­თო ნაც­ნობ „დი­მას­თან“ ერ­თად, გივი თარ­გა­მა­ძის თვალ­თვა­ლი და გა­და­ად­გი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყო.

დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, ისი­ნი გივი თარ­გა­მა­ძეს თავ­და­პირ­ვე­ლად მისი კუთ­ვნი­ლი „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ხოლო შემ­დეგ "დი­მამ" ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის იდენ­ტუ­რი, ტრან­ზი­ტუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის მქო­ნე სხვა ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­იყ­ვა­ნა და ხე­ჩუ­აშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და, რომ გივი თარ­გა­მა­ძის სათ­ვალ­თვა­ლოდ ეს კონ­კრე­ტუ­ლი მან­ქა­ნა გა­დას­ცეს, რო­მელ­საც თვალ­თვა­ლის დროს ძი­რი­თა­დად ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი მარ­თავ­და. იხილეთ სრულად