"გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან "უორდროპის დიალოგი", შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა..." - გაერთიანებული სამეფოს ელჩი | Allnews.Ge

"გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან "უორდროპის დიალოგი", შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა..." - გაერთიანებული სამეფოს ელჩი

პირ­ვე­ლად 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ, ბრი­ტა­ნულ­მა მხა­რემ, გა­დავ­წყვი­ტეთ გაგ­ვე­ყი­ნა ყო­ველ­წლი­უ­რი, მა­ღა­ლი რან­გის „უორდრო­პის დი­ა­ლო­გი“ მი­ნის­ტრებს შო­რის. ასე­თი რამ პირ­ვე­ლად მოხ­და დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტის და­არ­სე­ბი­დან. ჩვენ ასე­ვე გა­ვა­უქ­მეთ თავ­დაც­ვის შტა­ბებს შო­რის და­გეგ­მი­ლი მა­ღა­ლი რან­გის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შე­ვა­ჩე­რეთ ახა­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა, - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ელჩმა გა­რეტ უორდმა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

ელჩმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო-და­სავ­ლურ კურსს და­უბ­რუნ­დე­ბა და მხა­რე­ებს შო­რის ნდო­ბა აღ­დგე­ბა."მო­ლო­დი­ნი მქონ­და, რომ ჩვენ ერ­თად ვი­მუ­შა­ვებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს მე­დე­გო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის და ჩვე­ნი სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, მაგ­რამ გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კურ­სი არ­ჩია და თბი­ლის­ში ჩემი პირ­ვე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მი­წია მკა­ფი­ოდ გა­მო­მე­ხა­ტა ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის უკუს­ვლი­სა და ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კის შე­სა­ხებ. იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა შეც­ვლის მიდ­გო­მებს, რაც მეც სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს და­ვიბ­რუ­ნო ოპ­ტი­მიზ­მი.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, ისე­ვე რო­გორც სხვა და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ა­ზი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე წელს გა­დად­გმულ­მა ნა­ბი­ჯებ­მა. ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­ზღუდ­ვე­ლი კა­ნო­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ი­ნა­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ეს კა­ნო­ნი აღარ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა დღის წეს­რიგ­ში. ჩვენ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დავ­რჩით, რო­დე­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­მა და­ი­წყეს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის პრო­პა­გან­და და გა­მოთ­ქვა­მენ ვა­რა­უ­დებს, რომ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ძირს უთხრი­ან სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვენ შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რო­დე­საც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის და­პი­რე­ბად ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვა და­სა­ხელ­და.

ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, პირ­ვე­ლად 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ, ბრი­ტა­ნულ­მა მხა­რემ, გა­დავ­წყვი­ტეთ გაგ­ვე­ყი­ნა ყო­ველ­წლი­უ­რი, მა­ღა­ლი რან­გის „უორდრო­პის დი­ა­ლო­გი“ მი­ნის­ტრებს შო­რის. ასე­თი რამ პირ­ვე­ლად მოხ­და დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტის და­არ­სე­ბი­დან. ჩვენ ასე­ვე გა­ვა­უქ­მეთ თავ­დაც­ვის შტა­ბებს შო­რის და­გეგ­მი­ლი მა­ღა­ლი რან­გის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შე­ვა­ჩე­რეთ ახა­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ ვინ იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბა­ში, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ვი­ხი­ლავთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის მკა­ფიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რათა აღ­ვად­გი­ნოთ ნდო­ბა და და­ვუბ­რუნ­დეთ მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ელჩმა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.