"უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, ვთხოვე შეხვედრა - ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე | Allnews.Ge

"უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, ვთხოვე შეხვედრა - ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე

"ამე­რი­კა სულ იყო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჩვენ­თვის. ჩვე­ნი გუნ­დის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან, კარ­გად გა­იხ­სე­ნე­ბენ ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. იმე­დი მაქვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც ვარ, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­ხერ­ხებთ უაღ­რე­სად რთუ­ლი და არა­სა­სურ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შევ­ცვა­ლოთ უფრო პო­ზი­ტი­უ­რად", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და,

მან "იმედ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ყვე­ლაფ­რის პრობ­ლე­მა და მი­ზე­ზი არის ომი. ამან გა­ამ­ძაფ­რა ყვე­ლა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და შეც­ვა­ლა, ზოგ­ჯერ თავ­და­ყი­რაც კი და­ა­ყე­ნა ის, რაც გვქონ­და“.ასე­ვე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მასა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩს, რო­ბინ და­ნი­განს შო­რის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

"ჩვენ არ გვქო­ნია ომამ­დე პრობ­ლე­მე­ბი. ვფიქ­რობ და იმე­დი მაქვს, რომ ომი რამ­დე­ნი­მე თვე­ში, შე­იძ­ლე­ბა ამ წლის ბო­ლო­საც დას­რულ­დეს. რო­დე­საც სინ­გა­პურ­ში სა­სა­მარ­თლო მო­ვი­გეთ და ამის აღ­სრუ­ლე­ბას ხელი ვე­ღარ შე­უ­შა­ლა კრე­დიტ სუ­ის­მა, მე მყი­სი­ე­რად, წინა კვი­რა­ში უკვე და­ვუ­რე­კე ამე­რი­კის ელჩს, გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია და ვთხო­ვე შეხ­ვედ­რა და ვთქვი, რომ ის მი­ზე­ზე­ბი, რაც იყო რე­ა­ლუ­რად თა­ვი­სით გა­და­წყდა, შე­სა­ბა­მი­სად ჩემ­გან პრობ­ლე­მა აღარ არის და მე მზად ვარ შე­სახ­ვედ­რად. იქი­და­ნაც რე­აქ­ცია იყო ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი, ამის სურ­ვი­ლი არ­სე­ბობს და ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ ვა­პი­რებთ შეხ­ვედ­რას, უკვე მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ ამა­ზე. მე მაქვს იმე­დი იმის, რომ არა ერთი შეხ­ვედ­რით და არა მყი­სი­ე­რად, მაგ­რამ დრო­ში ჩვენ მცდე­ლო­ბას არ და­ვაკ­ლებთ, მაგ­რამ ორ­მხრი­ვი უნდა იყოს სურ­ვი­ლი. იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გან­ვი­ხი­ლოთ დი­ნა­მი­კა­ში. არ­ჩევ­ნე­ბი ამე­რი­კა­შიც და­სას­რუ­ლე­ბე­ლია, ევ­რო­პა­შიც ახლა დას­რულ­და და ლაგ­დე­ბა, ბო­ლომ­დე არ და­ლა­გე­ბუ­ლა კი­დევ ბი­უ­როკ­რა­ტია, იმე­დია, თან­ხვედ­რა­ში იქ­ნე­ბა ომის დას­რუ­ლე­ბა და ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ სი­ტუ­ა­ცია მგო­ნი და­უბ­რუნ­დე­ბა პირ­ვან­დელს“,- აღ­ნიშ­ნა პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ.

რაც შე­ე­ხე­ბა რო­დის და რაზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დატ­ვირ­თვა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამას სჭირ­დე­ბა ორ­მხრი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო ამას ვერ იზამს."რა თქმა უნდა, პრობ­ლე­მე­ბი სულ იყო და პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის დღი­დან სულ იყო ინ­ტე­რე­სებ­ში გან­სხვა­ვე­ბა, არა ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი თან­ხვედ­რა, მაგ­რამ ასე­თი მსგავ­სი არ ყო­ფი­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც არ ახ­სოვს, ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­რეთ გა­მო­ვი­და და ყვე­ლა ხე­დავს ამას. ამე­რი­კა სულ იყო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჩვენ­თვის. ამას თუნ­დაც ჩვე­ნი გუნ­დის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან, ისი­ნი კარ­გად გა­იხ­სე­ნე­ბენ ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მე მქონ­და ბიზ­ნეს­თან შეხ­ვედ­რა და მათ ეგო­ნათ, რომ მე სა­ოც­რად ხის­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს, არა, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს. ჩვენ, ქარ­თვე­ლებს, ძა­ლი­ან გე­ნე­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, ძა­ლი­ან რთულ რე­გი­ონ­ში ვცხოვ­რობ­დით და ვი­ცით ძა­ლას ან­გა­რი­ში რო­გორ უნდა გა­ვუ­წი­ოთ, მაგ­რამ ისე არა, რომ ქვე­ყა­ნა და­ვან­გრი­ოთ და დავ­შა­ლოთ, ამ ფონ­ზე ასე არ გა­მო­ვა. მცდე­ლო­ბე­ბი ჩვენ გვქონ­და და მე ამით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, გუნ­დის ყო­ფილ წევ­რებს ეს შე­უძ­ლი­ათ კარ­გად გა­და­ა­მოწ­მონ და გა­იხ­სე­ნონ, და იმე­დი მაქვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც ვარ, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და პრო­ცეს­ში ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­ხერ­ხებთ უაღ­რე­სად რთუ­ლი და არა­სა­სურ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შევ­ცვა­ლოთ უფრო პო­ზი­ტი­უ­რად. მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, რომ ეი­ფო­რია ნუ გვექ­ნე­ბა, ამას სჭირ­დე­ბა ორ­მხრი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო ამას ვერ იზამს და ამავდრო­უ­ლად ჩვე­ნი ოც­ნე­ბა და სურ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბას­თან თან­ხვედ­რა­ში უნდა მო­ვი­დეს და დას­რულ­დეს ეს ომი, რისი იმე­დიც ძა­ლი­ან დი­დია, რომ წლის ბო­ლომ­დე შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს, ან გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­დეს, აი ასე­თი იმე­დე­ბი არ­სე­ბობს და ჩვენც მცდე­ლო­ბას არ და­ვაკ­ლებთ, რომ რო­გორ­მე დავ­ლაგ­დეთ“-გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.